NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანტიგმირი უნდა დამალო – ზარდიაშვილს მოუძებნიან ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას თვალში ნაკლებად გაეჩხირება

ანტიგმირი უნდა დამალო – ზარდიაშვილს მოუძებნიან ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას თვალში ნაკლებად გაეჩხირება

07 ოქტ 2019 პოლიტიკა 714 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზარდიაშვილის წასვლა-მოსვლა საერთოდ არ არის საინტერესო. პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული ზარდიაშვილი, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას.

ხუხაშვილის განცხადებით, „ხელისუფლების მხრიდან ეს არა მორალური გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური ტაქტიკა იყო – დამალო ვინმე დროებით იმიტომ, რომ პოლიტიკური სარგებელი მიიღო“.

“ზარდიაშვილი აქამდე რომ იყო პარლამენტში, ჩემთვის ესეც პრობლემატური იყო. კონკრეტულად ვანო ზარდიაშვილს კი არ ვერჩი, უბრალოდ ის ელემენტი, რასაც განასახიერებს ვანო ზარდიაშვილი ქართულ სინამდვილეში, არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ის და არა მხოლოდ ის, ბევრი სხვაც, განასახიერებდა იმ სისტემურ მანკიერებას, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად აითვისა და დაეყრდნო თავის ქმედებებში. ვანო ზარდიაშვილი ასოცირდებოდა მართლმსაჯულების სისტემის მანკიერებასთან და საერთოდ პოლიტიკური ქამელეონიზმის ფენომენთან, როდესაც პარტიიდან პარტიაში გადადიხარ, იმის მიხედვით, თუ ვინ არის ძალაუფლებაში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აქამდე თუ ვსაუბრობდით „შერჩევით სამართალზე“, ახლა საქმე გვაქვს „შერჩევით მორალთან“.

„ფაქტია, ეს არ იყო მორალური გადაწყვეტილება. ჩვენ ამის პარალელურად ვხედავთ ყოვლად წარმოუდგენელ უტიფრობას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხმალამოღებულები იცავენ საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატს აშკარა ძალადობაზე, მაგრამ სამაგიეროდ რიგში დგებიან ხაჭაპურზე სალაპარაკოდ.

ხელისუფლების სარგებელი ისაა, რომ როდესაც ადამიანი ხდება ანტიგმირი, ის უნდა დამალო. მე არ მგონია, რომ ზარდიაშვილს ძალიან დაჩაგრავენ, უბრალოდ მოუძებნიან უფრო ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას ნაკლებად გაეჩხირება თვალში. დამერწმუნეთ, არანაკლებ პოზიციაზე ვიხილავთ მას, უბრალოდ ის საჯარო სივრციდან გაქრება თორემ პოზიცია არ შემცირდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.

კომენტარები

2019-10-07
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა, არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო მათთვის, ვინც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ჩემზე შეტევით ცდილობს

შემდეგი სტატია

რა თქმა უნდა, გავიმარჯვე – ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა

მსგავსი სტატიები

დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭოს წევრები ეცდებიან, რომ გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე კომფორტულად აგრძნობინონ თავი

დარწმუნებული ვარ, იუსტიციის საბჭოს წევრები ეცდებიან, რომ გიორგი მიქაუტაძეს გასაუბრებაზე კომფორტულად აგრძნობინონ თავი

ირაკლი შალიკაშვილი 02 აგვ 2019
საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი ლარია

საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი ლარია

ირაკლი შალიკაშვილი 25 მარ 2020

„როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს, ვინ შეაკავებს ამას“

07 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge