NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»გვეამაყება, რომ ვართ დასავლური საზოგადოების საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი

გვეამაყება, რომ ვართ დასავლური საზოგადოების საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი

04 ოქტ 2019 საინტერესო 198 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი მოქალაქეები ამაყობენ, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს საერთაშორისო მისიებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ამაყია, რომ დასავლური საზოგადოების საიმედო პარტნიორს წარმოადგენს რეგიონში.

„ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ვართ ამ საზოგადოების, ამ დიდი ოჯახის წევრები, რომ ვართ დასავლური საზოგადოების საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი რეგიონში. საქართველომ მოიკრიბა ძალა და მეგობრების მხარდაჭერა იმისთვის, რომ თავისი დემოკრატია განევითარებინა. ჩვენ ვრჩებით დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულები და საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ბუნებრივია, ამაში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აქვს, ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ პარლამენტის რეგლამენტი, გავააქტიურეთ მუშაობა საპარლამენტო ასამბლეების ფორმატებში, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა.

საქართველო ამაყია და ჩვენი საზოგადოება, მოქალაქეები ამაყობენ, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ურთულეს წერტილებში მშვიდობას, თავისუფლებას და იმ საერთო ღირებულებებს იცავენ, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

TOP 2019-10-04
ირაკლი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე – მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა აღარ მაქვს, არ მიყოყმანია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი არ მომეწონა

შემდეგი სტატია

რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს

მსგავსი სტატიები

მცურავი სასტუმრო იაპონიაში

მცურავი სასტუმრო იაპონიაში

22 იან 2018
ფოტოები: ციყვების ზამთრის ოლიმპიადა

ფოტოები: ციყვების ზამთრის ოლიმპიადა

30 იან 2018
სოფელ სნოში სასტუმრო გაიხსნა

სოფელ სნოში სასტუმრო გაიხსნა

სოსო ელისაშვილი 24 ივლ 2017

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge