NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მნიშვნელოვანია, რომ დეოკუპაციაზე მოლაპარაკებები მთავარი პარტნიორების – ევროკავშირის და აშშ-ს მონაწილეობით მიმდინარეობდეს

მნიშვნელოვანია, რომ დეოკუპაციაზე მოლაპარაკებები მთავარი პარტნიორების – ევროკავშირის და აშშ-ს მონაწილეობით მიმდინარეობდეს

02 ოქტ 2019 პოლიტიკა 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნებისმიერი დიალოგი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში გადაიყვანს და ამ პროცესს ჩამოაშორებს მთავარ მხარდამჭერებს ევროპელებსა და ამერიკელებს, შეიძლება, საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან საშიში და დამაზიანებელი იყოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან სწორ ფორმატში და კონტექსტში დიალოგის პრობლემა არ არის და როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვა საჭიროა “ოკუპანტსაც უნდა ვესაუბროთ”.

“უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ჩვენი მთავარი არგუმენტი და დამხმარე რუსეთთან ურთიერთობაში საერთაშორისო თანამეგობრობაა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებები დეოკუპაციაზე ჩვენი მთავარი პარტნიორების -ევროკავშირის და აშშ-ს მონაწილეობით მიმდინარეობდეს. არ უნდა მივცეთ რუსეთს იმის საშუალება და საბაბი, რომ მათ უთხრას, ქართველებთან ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობს და ამიტომ ჟენევა, ამერიკელები და ევროპელები საჭირო აღარ არიან. ეს არის მთავარი საფრთხე და ამის თაობაზე ვითხოვთ განმარტებებს დავით ზალკალიანისგან, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის გაგრძელებას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დიალოგი სწორ ფორმატში აუცილებელია, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში გადაიყვანს და ამ პროცესს ჩამოაშორებს მთავარ მხარდამჭერებს ევროპელებსა და ამერიკელებს, შეიძლება, საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან საშიში და დამაზიანებელი იყოს. რუსეთის მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, პესკოვის განცხადებებიც ამას ადასტურებს”,-აცხადებს დავით ბაქრაძე.

„მოსკოვი იმედოვნებს, რომ 2008 წლიდან საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის კონსტრუქციულ დიალოგს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა თბილისში „ძალიან მტკივნეულად“ აღიქვეს, რასაც საქართველოს დედაქალაქიდან „ისტერიკა“ მოჰყვა, რომელიც „არც თუ ისე ადეკვატური რეაქციაა მომხდარზე“.

კომენტარები

2019-10-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფო კილაძე გოგორიშვილს და ნადირაშვილს – კარგი იქნებოდა საპატიმროში მაშინ შესულიყავით, ნაწამები ხალხის ხმა ცამდე რომ ადიოდა, თქვენი ყურები კი დახშული იყო

შემდეგი სტატია

ირმა ნადირაშვილი სოფო კილაძეს – ამ პარლამენტში თქვენ გარდა, ყველა მიხვდა, რომ 9 წლის ძახილით არ უნდა გახვიდეთ ფონს – თქვენ, კომიტეტის ძალიან ცუდი თავმჯდომარე ხართ

მსგავსი სტატიები

საქართველო დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს – პრემიერმა სამხედროებს სიტყვით მიმართა

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019
“ჩატაევის გაშვება ყველა შემთხვევაში უმძიმესი შეცდომა იყო”

“ჩატაევის გაშვება ყველა შემთხვევაში უმძიმესი შეცდომა იყო”

28 ნოე 2017

„თუ იგივე წარმატებით აქვთ შესწავლილი სხვა ქეისებიც, მაშინ ამ კვლევის სანდოობს ხარისხზე აღარ შეიძლება ლაპარაკი“

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge