NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გრიგოლ ვაშაძე ეკონომიკაში საერთოდ გაგნებაში არ არის, პოლიტიკური ლიდერი არ არის – ამის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი მხარდაჭერა მაინც სწორი იყო

გრიგოლ ვაშაძე ეკონომიკაში საერთოდ გაგნებაში არ არის, პოლიტიკური ლიდერი არ არის – ამის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი მხარდაჭერა მაინც სწორი იყო

01 ოქტ 2019 პოლიტიკა 855 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სრულიად უსინდისო და აბსურდულია ბრალდება, რომ ბაქრაძე არ უნდა დაეყენებინათ კანდიდატად – მაშინ პირველ ტურში მოიგებდა ზურაბიშვილი, მინიმუმ მეტ ხმას აიღებდა,-ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.

„ეგ არის აბსურდი, ლოგიკა ხომ უნდა იყოს. პირიქით არის, როცა ბაქრაძე აღარ იყო მეორე ტურში , მიუხედავად იმისა, რომ მხარი დავუჭირეთ, მაშინ 800 ათასი ხმა აიღო გრიგოლ ვაშაძემ. როგორ აიღებდა მეტ ხმას ვაშაძე? პირველ ტურში, როდესაც დავთ ბაქრაძე დავაყენეთ, ჯამში მეტი ხმა ავიღეთ, ხომ მიხვდით? სააკაშვილი ვერ მიხვდა. მაყურებელიც მიხვდება, რომ აბსურდულია, პირიქით არის ყველაფერი“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა ამომრჩეველმა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, თუმცა სხვა პარტიებმა არა.

„პირველ და მეორე ტურს შორის განსხვავება არის არგუმენტი იმის, რომ კარგი იყო ბევრი კანდიდატის არსებობა, ცუდი კი -არა“,-აცხადებს ბოკერია.

ამასთან, გიგა ბოკერიმ იმ ადამიანებსაც უპასუხა, რომლებიც თვლიდნენ, რომ „ევროპულ საქართველოს“ მხარი არ უნდა დაეჭირა გრიგოლ ვაშაძისთვის. ბოკერიას აზრით, დღევანდელმა ვითარებამაც აჩვენა, რომ ვაშაძის მხარდაჭერა ღირდა.

„ვაშაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა ძალიან არ მომწონს. ცხოვრება პოლიტიკოსის და ადამიანის რთული არჩევანებისგან შედგება. სალომე ზურაბიშვილი ისეთი კატასტროფაა, რომ ვაშაძის მხარდაჭერაც კი ღირდა“,-განაცხადა ბოკერიამ.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ მოწონს მას გრიგოლ ვაშაძე, ბოკერიამ განმარტა, რომ მას არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც საბჭოთა წარსულით ამაყობენ. გიგა ბოკერიასგანცხადებით, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკური ლიდერი არ არის და ეკონომიკაშიც „გაგნებაში არ არის“.

„ვერ გავიგე მისი ხედვა ვერაფერზე. სოციალ-დემოკრატი ვარ, გერმანელიო, ასე იძახის, მე გერმანელი-სოციალ დემოკრატების ხედვას არ ვიზიარებ. როცა არჩევანი იყო სალომე ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, მართლები ვიყავით, როცა ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი ისეთი კატასტროფაა, ვაშაძეც კი ჯობია. სალომე ზურაბიშვილი როგორი პრეზიდენტია შეიძლება ვერ გაგვეგო, მაგრამ ახლა ამის ფუფუნება გვაქვს, ვნახეთ რა არის. ახლა ისინიც კი, ვისაც ვესაუბრები, ჩემ მეგორებს შორის მიხვდნენ, რომ მართლები ვიყავით. ვაშაძე ცუდია, ადამიანი პედოფილებს ეძახის თუ ვინმეს რაღაცა სხვა აზრი აქვს მსუბუქ ნარკოტიკებზე, არის არათანამიმდევრული, ხან ერთს იძახის, ხან – მეორეს. ეკონომიკაში საერთოდ გაგნებაში არ არის, პოლიტიკური ლიდერი არ არის საერთოდ, თითს იშვერს სხვისკენ და ამბობს 2017 წლამდე პარტიაში არ ვიყავიო. ამის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა მაინც სწორი იყო, რადგან ის უარესი იყო“,-აცხადებს ბოკერია.

კომენტარები

2019-10-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Getting Wife Internet dating Services

შემდეგი სტატია

ახლა ლავროვი ჰყვება თავის მონათხრობს და ჩვენ ვართ გალახული ბავშვების როლში – იმიტომ, რომ ერთი ერთზე მათთან დარჩენა არ შეიძლება

მსგავსი სტატიები

ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი – ის არის უბოროტესი დამნაშავე მათ შორის, ვინც ქართულ ციხეებში იხდის სასჯელს

ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი – ის არის უბოროტესი დამნაშავე მათ შორის, ვინც ქართულ ციხეებში იხდის სასჯელს

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივნ 2022

პრემიერმა ნიკა მელიას აგინა

20 დეკ 2017
ბიუჯეტი ქვეყნის მდგომარეობის სარკეა, ჩაიხედავ ბიუჯეტში და დაინახავ ამ ხელისუფლების მახინჯ სურათს

ბიუჯეტი ქვეყნის მდგომარეობის სარკეა, ჩაიხედავ ბიუჯეტში და დაინახავ ამ ხელისუფლების მახინჯ სურათს

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

    ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

  • ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

    ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge