NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიაზე – პროკურატურაში მისვლაზე უარის თქმის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს

დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიაზე – პროკურატურაში მისვლაზე უარის თქმის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს

25 სექ 2019 პოლიტიკა 945 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როდესაც ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში უნდა იყო დაინტერესებული ამ ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემით, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ.

მისივე თქმით, პროკურატურაში არმისვლის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს.

“საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს ეს, თუკი მისი ეს ინფორმაცია არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თვითონ როგორც უფლებადამცველი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ მას ნამდვილად აქვს ადგილი,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და საკმაოდ მძიმე დანაშაულზე საუბრობს ეკა ბესელია, ამიტომ თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, რეაგირება მყისიერი უნდა იყოს.

“საზოგადოებას შევახსენებ, რომ ხელისუფლებამ 2012 წლის შემდგომ მოახდინა ასეთ ფაქტზე რეაგირება და საკუთარი მაღალჩინოსანი ჯერ გაათავისუფლა, შემდგომ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და ის იქნა გასამართლებული. იმას ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ადეკვატურად არ იქცევა,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატ ეკა ბესელია სგანცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.

კომენტარები

2019-09-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს

შემდეგი სტატია

გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

მსგავსი სტატიები

ზუგდიდის საოლქო კომისიამ ჩანიშნული სხდომა, ოპოზიციის გამოჩენის შემდეგ, ერთი საათით გადადო

ზუგდიდის საოლქო კომისიამ ჩანიშნული სხდომა, ოპოზიციის გამოჩენის შემდეგ, ერთი საათით გადადო

ირაკლი შალიკაშვილი 16 მაი 2019
გამოხატვა, რომლის მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა, უკვე კრიმინალია

გამოხატვა, რომლის მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა, უკვე კრიმინალია

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივნ 2019

„მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge