NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შეიძლება მხოლოდ მაშინ დაიძრას, თუ პროკურატურა დაადგენს, რომ შეწყალება იყო არა ჰუმანური აქტი, არამედ „სხვა მიზნების მატარებელი“

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შეიძლება მხოლოდ მაშინ დაიძრას, თუ პროკურატურა დაადგენს, რომ შეწყალება იყო არა ჰუმანური აქტი, არამედ „სხვა მიზნების მატარებელი“

24 სექ 2019 პოლიტიკა 329 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან არა ჰუმანური აქტი, არამედ სხვა მიზნების მატარებელი იყო, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება მისი იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. შესაბამისი განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა.

მისივე განმარტებით, გენერალური პროკურატურის შესაბამისი დასკვნის გარეშე, მხოლოდ ცალკე აღებული შეწყალება იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდება.

„შეიძლება გარკვეული ჯგუფები საუბრობდნენ სხვადასხვა ტიპის ინტერესზე, შესაძლო კანონის დარღვევაზე, მაგრამ, ვიდრე ეს კომპეტენტური ორგანოების მიერ ოფიციალურად არ დადასტურდება, საუბარი იმპიჩმენტზე ან სხვა მოვლენებზე რთული იქნება. თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ მსგავსი ტიპის მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება აბსოლუტურად სხვა ტიპის პროცედურები დაიწყოს. ამის დაწყებას თავად გამოძიების მხრიდან სჭირდება გადაწყვეტილების მიღება, სადაც დადასტურდება, რომ ამ კონრეტულ შემთხვევაში იყო ისეთი მოქმედება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს. ვფიქრობ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. მხოლოდ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, ცალკე აღებული შეწყალება ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. არ ვსაუბრობ მოგვწონს თუ არ მოგვწონს გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტული პირების შეწყალებას უკავშირდება. ეს არ არის ამ წუთში მსჯელობის საგანი. ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება თუ არა შეწყალების აქტის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი დადგეს.

დღეს მოცემულობა ასეთია: თუ გამოიკვეთება ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არსებითად შეცვლის სურათს და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეწყალება ჰუმანური გადაწყვეტილება კი არ იყო პრეზიდენტის მხრიდან, არამედ ის სხვა მიზნებს ემსახურებოდა, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა დადგეს”, – განაცხადა სულხან სალაძე.

სულხან სალაძის განცხადებით, ამ საქმეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს და აუცილებელია, რომ საქმეზე საჯაროობა და საზოგადოებისთვის პერიოდულად ინფორმაციის მიწოდება პრინციპულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

კომენტარები

2019-09-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იმისთვის, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, გამოსაკვლევია, მიიღო თუ არა მან რაიმე შეწყალების აქტის სანაცვლოდ

შემდეგი სტატია

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის

მსგავსი სტატიები

რეკომენდაციები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით ცესკო რეკომენდაციებს ავრცელებს

03 სექ 2018
გიორგი კვირიკაშვილი: ხვალ  ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება

გიორგი კვირიკაშვილი: ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება

25 მაი 2018

კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ

24 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

  • გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

    გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge