NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება დავინახო ადამიანი, რომელიც სუნთქავს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე

გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება დავინახო ადამიანი, რომელიც სუნთქავს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე

24 სექ 2019 პოლიტიკა 874 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღო, მჭირდება დავინახო კანდიდატი, ადამიანი, რომელიც სუნთქავს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე. ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობს, რომ პასუხს არ გაგცემს, იმიტომ, რომ მოსამართლეა. რაღაც, დაქოქილი ფორთოხალივით გვესაუბრება აქ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდდატს, მერაბ გაბინაშვილს უსმენენ.

თავდაპირველად, ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პროცედურებთან დაკავშირებით მიმართა უზრუნველყოს ის, რომ კანდიდატმა დასმულ შეკითხვას მარტივად უპასუხოს – კი ან არა.

„რომ გითხრათ, რომ მისი აზრები ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, წინასწარ გეუბებით, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ, მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, ამისათვის მჭირდება დავინახო კანდიდატი არა, რაღაც რობოტი და ელექტრონული მომართვით, არამედ ადამიანი, მოქალაქე, რომელიც სუნთქავს, რომელსაც უხარია, რომელიც იცინის, ხან ეტირება, ხან იძინებს, ხან იღვიძებს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე, ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობს, რომ პასუხს არ გაგცემს, იმიტომ, რომ მოსამართლეა. რაღაც, დაქოქილი ფორთოხალივით გვესაუბრება აქ. ამიტომ, მე მინდა კითხვებზე პასუხი „კი“ და „არა“, პასუხი საქართველოს მოქალაქის, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ჩვენი სასამართლოს მომავალი და უნდა განსაჯოს მინიმუმ მომავალი ორი თაობის საქმეები. დღეს აქ მინიმუმ, ორი პოლიტიკური თაობის საქმეს ვაკეთებთ, ამიტომ, უზრუნველყავით, რომ მინიმალური სტანდარტი დაიცვას მოქალაქე მერაბ გაბინაშვილმა და გვესაუბროს, როგორც პასუხისმგებლობით, ისტორიული შეგრძნებებით, სოციალური შეგრძნებებით აღვსილმა საქართველოს მოქალაქემ. მშრალი პასუხები, რომ მოსამართლე ვარ და იმის იქით არ ვარსებობ, არ უნდა იყოს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამ კონტექსტში დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილსაც მიმართა.

„მე ნუ მცემთ პასუხს, ჩემო ბატონო. აქ, (საკომიტეტო დარბაზში) კამერები აყენია, მოქალაქეები გიყურებენ და პასუხი მათ გაეცით. თქვენ, თუ მე არ მცემთ პატივს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. იმ ადამიანებს ეცით პატივი, რომლის ბედიც თქვენ უნდა განსაზღვროთ,“-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის პასუხს, როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ის ყველა კანდიდატს მოუწოდებს, რომ დასმულ შეკითხვებს უპასუხონ, თუმცა ამასთანავე კანდიდატთაგან ბევრი მოქმედი მოსამართლეა, არსებობს კონსტიტუცია, ეთიკის ნორმები, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში მათ შეიძლება ზღუდავდეთ.

„თუმცა, არჩევანი მათზეა, შეუძლიათ წინ წავიდნენ და გვიპასუხონ. ასე რომ, თუკი ვინმე, რაიმე ფორმით არ გვცემს პასუხს, ესეც მოცემულობაა თითოეული ჩვენგანისთვის – შევაფასოთ ეს მოცემულობა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

2019-09-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ და ეკა ბესელია დაკითხვაზე დაიბარონ

შემდეგი სტატია

ითამაშე, მოიგე და გაიხარე ძმა – ანდრეა პირლო ევროპაბეთის ახალ სარეკლამო რგოლში

მსგავსი სტატიები

კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა

06 ოქტ 2017
ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სიტყვით გამოსვლას ეხმაურება: ამას თამამად ვამბობ, სირცხვილი იყო

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სიტყვით გამოსვლას ეხმაურება: ამას თამამად ვამბობ, სირცხვილი იყო

ნინო ჩხეიძე 27 მაი 2022

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge