NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რომან გოცირიძე ანაკლიის პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანზე“ – მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისთვის მიყიდვა

რომან გოცირიძე ანაკლიის პოტენციურ ინვესტორ „მერიდიანზე“ – მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისთვის მიყიდვა

23 სექ 2019 პოლიტიკა 412 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ანაკლიის კონსორციუმის“ პოტენციურინვესტორ „მერიდიანთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ასევე, გოცირიძე occrp.org-ის სტატიას აზიარებს სათაურით „ყაზახეთის საიდუმლო მილიარდელები“, რომელიც „მერიდიანს“ ეძღვნება.

„მთავრობამ განაცხადა, რომ სწავლობს ანაკლიის პროექტში ყაზახური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო კორპორაცია ”მერიდიანის” მონაწილეობას. თუ ამ მასალას დავუჯერებთ, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოგვითხრობს, მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი. ეს კომპანია არის ყაზახეთის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ნავთობდოლარების (შავი ფულის) ოფშორებში გატანის შედეგად წარმოქმნილი გაუმჭვირვალე სტრუქტურა. მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისათვის მიყიდვა.

ამ კერძო კორპორაციის კაპიტალის თავდაპირველი(შეიძლება ამჟამინდელიც) წყარო არის ყაზახური ”კაზმუნაიგაზი”, სერიოზული კავშირებით რუსეთთან. მისმა შვილობილმა კომპანიამ, ”ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზის გამანაწილებელი სისტემა ” ყაზტრანსგაზთბილისი” იყიდა და მერე გაკოტრების პირას მიიყვანა.

ჩემი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა დათანხმდეს ამ კორპორაციის მონაწილეობაზე ”ანაკლიის კონსორციუმში”. ამ კომპანიის მესაკუთრეებთან დაკავშირებულია საქართველოში ყაზახური ბიზნესით შექმნილი სტრუქტურების ქართველი მეწილეები, რომლებიც შემდეგ ივანიშვილის პარტნიორები გახდნენ( მაგალითად, ვაკეში ორი ”დაგრეხილი” ”აქსისის” შენობაში).

ანაკლიას სჭირდება სუფთა ფული და დასავლური ზურგი.

ის, რომ ხელისუფლებამ იძულებული გახადა ამერიკული მეწილე გასულიყო ანაკლიის პროექტიდან და კონსორციუმის დამფუძნებლები ცაიტნოტში ეძებენ მის შემცვლელს, ეს არ ამართლებს საეჭვო ფულის გაჩენას მის კაპიტალში. ნებისმიერ შემოთავზებაზე მთავრობა ისედაც წავიდოდა წინააღმდეგ, განვითარებული მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ის უცნაური შემთხვევაა, როცა ივანიშვილი შეიძლება დათანხმდეს. ეს კი ყველა ჩემს ზემოთჩამოთვლილ ეჭვებს გაამართლებს“, – წერს გოცირიძე.

კომენტარები

2019-09-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტში დაგეგმილ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე – გამოგვეცხადებიან „ოცნების“ ოქტომბრელები და საბჭოთა სტილში მისცემენ ხმას ამ ადამიანებს

შემდეგი სტატია

„ლელო“ პარლამენტს მოუწოდებს, „არალეგიტიმური პროცესის“ შედეგად შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს

მსგავსი სტატიები

“ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ დათმობითი პოზიცია უკავია” – ქაცარავა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე

“ვგრძნობთ ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ დათმობითი პოზიცია უკავია” – ქაცარავა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2019
ბიძინა ივანიშვილის მარცხის დამატებითი სიმბოლო – ნიკა მელია მისთვის ელექტრონული კონტროლის სამაჯურის დამაგრებას აფასებს

ბიძინა ივანიშვილის მარცხის დამატებითი სიმბოლო – ნიკა მელია მისთვის ელექტრონული კონტროლის სამაჯურის დამაგრებას აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივლ 2019
ვტოვებ უფლებამოსილებას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის

ვტოვებ უფლებამოსილებას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის

ირაკლი შალიკაშვილი 13 იან 2020

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge