NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მეგონა, პირველი კურსის მასალა იცოდით

მეგონა, პირველი კურსის მასალა იცოდით

23 სექ 2019 პოლიტიკა 966 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის პირველი კურსის მასალა. მეგონა, ეს იცოდით, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც თამარ ალანიამ დეპუტატის მიერ დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციონალისტი არ არის.

ოთარ კახიძემ მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, რა განსხვავებებია კონსტიტუციის სამართლებრივი ნორმების: ფორმალურ, აბსტრაქტულ და კონკრეტულ კონტროლს შორის, რაზეც თამარ ალანიამ მეცნიერ კელზენის სიტყვებით უპასუხა და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ კონსტიტუციონალისტი, მახსენდება მეცნიერი კელზენის სიტყვები – ნორმა არ არის ჭეშმარიტება, ის უნდა იყოს ან ქმედუნარიანი ან არაქმედუნარიანი. შესაბამისად, თუ კონსტიტუცია ამასთან მიმართებაში ან რომელიმე პირი, ვინც არის სუბიექტი, ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში პრობლემას ხედავს, მას აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში,“- განაცხადა თამარ ალანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ოთარ კახიძემ მიმართა, რომ კარგი იქნება, თუ არც ის და არც სხვა კანდიდატები, პასუხს თავს არ აარიდებენ, ხოლო მეცნიერი კელზენი აქ არაფერ შუაშია და პასუხის გაცემას არც კონსტიტუციონალიზმი სჭირდება.

„უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამ საკითხს ფლობს თუ არა. აქ არც კელზენია არანაირ კავშირში და არც კონსტიტუციონალიზმი ზოგადად,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომენტარები

2019-09-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერია თამარ ალანიას – ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები – ასე გამოგდით

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობითაც კი გვიჭირს ერთმანეთთან საუბარი

სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობითაც კი გვიჭირს ერთმანეთთან საუბარი

ირაკლი შალიკაშვილი 16 მარ 2021

„უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ის ადამიანი ან პირთა წრე, ვინც ამ ტრაგედიაზე არის პასუხისმგებელი“

16 ივლ 2018
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge