NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიგა ბოკერია თამარ ალანიას – ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები – ასე გამოგდით

გიგა ბოკერია თამარ ალანიას – ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები – ასე გამოგდით

23 სექ 2019 პოლიტიკა 189 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზოგჯერ რჩევას გვაძლევენ ხოლმე: ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები – ასე გამოგდით, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც მან დეპუტატის კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

გიგა ბოკერიამ თამარ ალანიას ჰკითხა, იყო თუ არა ეთიკის ნორმების მძიმე დარღვევა, როცა ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო პერიოდში დებატებში გამოიწვია, რაზეც თამარ ალანიამ უპასუხა, რომ კოლეგებთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთებისგან ეთიკის ნორმები ზღუდავს.

„იქამდე რომ წაგიკითხეთ ნორმები, ვიზიარებო მითხარით, სანამ კონკრეტულ გვარს ვიტყოდი ანუ მე რა დასკვნა უნდა გამოვიტანო, რომ ეს ნორმები არსებობს, ოღონდ არა მურუსიძისთვის? ეს არის თქვენი კანონის უზენაესობა? გასაგებია,“ – მიმართა ბოკერიამ ალანიას.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატს პასუხის დასრულება სურს.

„მე მსურს, რომ ჩემს კითხვაზე მიპასუხოს და არა სადღეგრძელოები მითხრას, სადღეგრძელოები სხვა ფრაქციებთან,“ – აღნიშნა ბოკერიამ, თუმცა, დასძინა, რომ მზად არის პასუხისთვის თამარ ალანიას კიდევ 30 წამი მისცეს.

თამარ ალანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გიგა ბოკერია ინტერპრეტირებულად საუბრობს, თავად კი ამას ასე არ აღიქვამს.

„თქვენი შეფასება და ინტერპრეტირება როგორც მიეცით, მე ამას ასე ვერ წარმოვიდგენდი. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იყო საუბარი, ის ემთხვეოდა თუ არა დებატებს და იმ ადამიანის პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც ადრე იყო ადვოკატი და მერე გახდა პოლიტიკოსი, ეს სხვა რამეა. ადვოკატი, რომელიც თქვენს საწინააღმდეგო პოზიციებზე საუბრობდა და დღეს არის თქვენი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებაზე…,“ – განაცხადა თამარ ალანიამ, რაზეც გიგა ბოკერიამ ასეთი რეპლიკით მიმართა: „ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორე უფრო სწრაფად ჩაიძირები – ასე გამოგდით“. ამასთან, ბოკერიამ ალანიას მოუწოდა, მის დროს გაუფრთხილდეს.

„არ ვფართხალებ ბატონო გიგა, შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება რასაც ბრძანებთ.

მე ვუფრთხილდები თქვენს დროს და იმ ღირსებასაც, რაც მოსამართლეს გააჩნია“,- განაცხადა თამარ ალანიამ.

კომენტარები

2019-09-23
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეგონა, პირველი კურსის მასალა იცოდით

შემდეგი სტატია

გამოკითხვისას წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე დიმიტრი გაბუნიათი და პრეზიდენტით

მსგავსი სტატიები

ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას – “ენმ” მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას – “ენმ” მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

16 აპრ 2019
სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი – იზორია “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს

სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი – იზორია “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს

ირაკლი 14 აგვ 2019
“საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! “

“საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! “

ნინო ჩხეიძე 18 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge