NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით

ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით

23 სექ 2019 პოლიტიკა 935 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, პროცედურა, რომელიც კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად დაადგინა, უსამართლო და არადემოკრატიულია. ბესელიას თქმით, ფრაქციებს მიღმა მყოფ დეპუტატებს კითხვა-პასუხის პროცესისთვის 20 წუთი გამოეყოთ, რაც საკმარისი არ არის.

“ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსმენა იწყება ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. მე არ ვიცი, ოხანაშვილმა წინასწარ ვისთან რა კონსულტაციები გაიარა, მაგრამ როდესაც ასეთ არადემოკრატიულ პროცედურას იღებ კომიტეტზე და 20 წუთს აძლევ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ფრაქციებს კითხვა – პასუხისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 5 ადამიანი ისარგებლებს კითხვის დასმით, 4-4 წუთიც არ გამოდის კითხვა-პასუხისთვის. ეს სრულიად არასერიოზული მიდგომაა. მაშინ აიღოს და პირდაპირ გამოუცხადოს ნდობა, თუ არ სჭირდება ეს პროცედურა და არ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი. ამ დროს საზოგადოებაში ყველამ უნდა დაინახოს ვის ვირჩევთ, ვინ არიან ეს ადამიანები.

მე ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს არამხოლოდ საქმეებთან, არამედ ტენდენციებსა და პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა, მთლიანი სურათი დაინახოს საზოგადოებამ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, ვინ არიან ისინი. თუ უზენაესი სასამართლო ხელში აიღო კლანმა, არანაირ დემოკრატიაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. დღეს უზენაეს სასამართლოს ქვედა ინსტანციებთან შედარებით მეტი დამოუკიდებლობა აქვს. ეს არის ბრძოლა სწორედ იმისთვის, რომ სასამართლო სრულად გაკონტროლდეს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგი,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ იგივე საკითხი კომიტეტის სხდომაზეც გააპროტესტა. გარდა ამისა, მან დარბაზის შეცვლაც მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ადგილების სიმცირის გამო, დარბაზში ყველა ვერ ეტევა. დეპუტატმა იურიდიული კომიტეტის მიერ დადგენილ პროცედურას უგუნური უწოდა.

“რა გინდათ, რომ 1 კანდიდატს 1 დღეც არ დავუთმოთ? სად გეჩქარებათ? 20 ადამიანია მოსასმენი და გინდათ, რომ 20 დღეც არ დაუთმოთ ამ პროცედურას? კეთილი ინებეთ და გადახედეთ იმ უგუნურ პროცედურებს, რასაც კენჭი უყარეთ, რომ შესაძლებელი იყოს, კანდიდატს კითხვები დავუსვათ გონივრულ დროში. შევცვალოთ ეს ინკვიზიციური პროცედურა,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

2019-09-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ლელო“ პარლამენტს მოუწოდებს, „არალეგიტიმური პროცესის“ შედეგად შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს

შემდეგი სტატია

მეგონა, პირველი კურსის მასალა იცოდით

მსგავსი სტატიები

კალაძე: იპოდრომთან მდებარე ე.წ. ჩოგბურთის კორტები ქალაქს დაუბრუნდება

კალაძე: იპოდრომთან მდებარე ე.წ. ჩოგბურთის კორტები ქალაქს დაუბრუნდება

07 ნოე 2018
ნიკა მელია: არასდროს მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!

ნიკა მელია: არასდროს მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!

ნინო ჩხეიძე 20 ოქტ 2021
კიბერთავდასხმის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის

კიბერთავდასხმის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის

07 მაი 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge