NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ვერ მოხდება, თუმცა პრინციპების გაწერის რესურსი არსებობს

შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ვერ მოხდება, თუმცა პრინციპების გაწერის რესურსი არსებობს

18 სექ 2019 პოლიტიკა 141 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“შეწყალებასთან დაკავშირებით, კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებას. ოხანაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალების უფლება ვერ შეეზღუდება, მაგრამ შესაძლებელია ამ საკითხზე მუშაობა დაიწოს და ერთიანი პრინციპების შემუშავება მოხდეს.

„ჩვენთვის არ არის მისაღები, როდესაც ხდება მკვლელობაში მსჯავრდებულის, მითუმეტეს, ძებნილი პირის შეწყალება, თუმცა ამასთანავე, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ იგი მზად არის, დაიწყოს მუშაობა ამ საკითხის დასახვეწად. ველოდებით, რომ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით და შესაძლოა, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დავიწყოთ მუშაობა, როგორ დაიხვეწოს საკითხები იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა. პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი უნდა იყოს ის რგოლები, სადაც უნდა წარიმართოს ამ საკითხზე მუშაობა.

ჩვენ კონსტიტუცია გადავსინჯეთ და იქაც იყო მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ კომისია შეჯერდა პოზიციაზე და კონსტიტუციაში შესულია ცვლილება, სადაც შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს პრაქტიკა რომ შევცვალოთ და პრეზიდენტს შევუზღუდოთ უფლებამოსილება, ეს ვერ მოხდება კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა პრინციპები რომ გაიწეროს და შეთანხმდეს, ამისი რესურსი უნდა იყოს,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

2019-09-18
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს”

შემდეგი სტატია

თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

მსგავსი სტატიები

ლევან იზორია შვედ კოლეგას მასპინძლობს

ლევან იზორია შვედ კოლეგას მასპინძლობს

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018
ქართველი სასულიერო პირებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებამდე მისვლა ამ დროისთვის შესაძლებელია

ქართველი სასულიერო პირებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებამდე მისვლა ამ დროისთვის შესაძლებელია

ირაკლი 11 ოქტ 2019
ბიუჯეტის სავარაუდო ფლანგვის მორიგი ფაქტი – თბილისში უძრავი ქონების აზომვა-აღრიცხვისთვის, მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული

ბიუჯეტის სავარაუდო ფლანგვის მორიგი ფაქტი – თბილისში უძრავი ქონების აზომვა-აღრიცხვისთვის, მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული

ირაკლი 23 მაი 2019

უახლესი ამბები

  • საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

    საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge