NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მამუკა ხაზარაძე საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე – ეს არ იყო განცხადება, რომელიც მიხაროდა, იმ სიტუაციიდან გამომდინარე მომიწია ამის გაკეთება

მამუკა ხაზარაძე საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე – ეს არ იყო განცხადება, რომელიც მიხაროდა, იმ სიტუაციიდან გამომდინარე მომიწია ამის გაკეთება

18 სექ 2019 საინტერესო 876 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე და ჩემი მეგობრები ამ პროცესს სრულიად ვემიჯნებით და სრულიად პროტესტს ვუცხადებთ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის  მიერ პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, შეწყალების ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, თუმცა ის ფორმა, რა ფორმითაც ეს განხორციელდა, აბსოლუტურად მიუღებელია.

„მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ ინსტიტუციონალურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება. ეს არის ნორმალური, ჰუმანური აქტი ინსტიტუციონალურად, თუმცა თუ ეს არის არაგამჭვირვალედ, ეს არის საზოგადოებისთვის გაუგებარი, აღმაშფოთებელი და ამდენი კითხვა ჩნდება. მე და ჩემი მეგობრები ამ პროცესს სრულიად ვემიჯნებით და სრულიად პროტესტს ვუცხადებთ. მოვითხოვ ძალიან ღრმა ახსნა-განმარტებას,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ნანობს თუ არა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ რევანშის დრო არ არის, რაც საზოგადოებამ ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერად აღიქვა, ხაზარაძე აცხადებს, რომ მას აღნიშნული განცხადების გაკეთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოუწია.

„მინდა გითხრათ, რომ ჩემს განცხადებებში ვარ გულწრფელი. მზად ვარ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც გადამიდგამს, საზოგადოებას პასუხი ჩავაბარო. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ეს არ იყო განცხადება, რომელიც ძალიან მიხაროდა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე ამ განცხადების გაკეთება მომიწია. იმის გამო, რომ დეპოზიტარების, ჩვენი დამფინანსებლების უცხოეთიდან, ჩვენი კლიენტების, ჩვენი გუნდის მდგომარეობა იყო საფრთხის წინაშე, ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ეს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ მე არ მომიწოდებია რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ. მე მოვუწოდე და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ რევანში საქართველოში უნდა დამთავრდეს. არჩევნები შეიძლება მოიგო, მაგრამ არჩევნები, რომ შემდეგ ვიღაც ციხეში ჩასვა, იგივე პროკურატურით , იგივე სასამართლო, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, დაუშვებელია,“ – აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს ის მდგომარეობა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, წინა პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილ მართლმსაჯულების მახინჯ მანქანას პოლიტიკური რევანშისა და შურისძიებისთვის იყენებს.

კომენტარები

TOP 2019-09-18
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს

შემდეგი სტატია

ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება – რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

მსგავსი სტატიები

Ideal Dating Web page For Marriage – Get The Seeing Site That is Right For You

ნაგულისხმევად საიტისათვის 14 სექ 2020
24 გარდაცვლილი, 549 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

24 გარდაცვლილი, 549 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

ირაკლი შალიკაშვილი 10 მაი 2021

3 მარტივი რჩევა, რომელიც ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ

24 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge