NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

17 სექ 2019 პოლიტიკა 950 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე  ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე და   ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია იმყოფებოდნენ.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე ისაუბრეს. ასევე, აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, რაც ადგილზე ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს.

ამასთან, განხილულ იქნა  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანაში შექმნილი ვითარება და სოფელ გუგუტიანთკარში  ხელოვნური ბარიერების აღმართვა. ასევე, განხილულ იქნა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებისა და უკანონო დაკავებების გახშირებული შემთხვევები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა  და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებს.

ქართულმა მხარემ კვლავ მწვავედ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

2019-09-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა

შემდეგი სტატია

ჩემთვის წარმოუდგენელია, მაია ცქიტიშვილს სერიოზული ინვესტორისთვის ეთქვას, რომ არ სჭირდება

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე:  თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს

ნინო ჩხეიძე 11 ივნ 2022
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

17 მაი 2018
დონალდ ტრამპმა სირიის გამო ლათინურ ამერიკაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპმა სირიის გამო ლათინურ ამერიკაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა

10 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge