NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება, ანაკლიის თემა გადაიდება – შესაბამისად, არ აშენდება

თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება, ანაკლიის თემა გადაიდება – შესაბამისად, არ აშენდება

16 სექ 2019 პოლიტიკა 827 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ არ შეჯერდა ყველა მხარე – ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ. – ანაკლიის თემა გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, არ აშენდება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ინვესტორის თაობაზე. ამავე დროს, მისი თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის;

„ თუ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ თუ არ მოხდა ყველა მხრის შეჯერება – ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ. ანაკლიის თემა გადაიდება. გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, არ აშენდება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვაზე, დაიშლება თუ არა კონსორციუმი, ხაზარაძე აცხადებს, რომ კონსორციუმი არ დაიშლება.

„კონსორციუმი გააგრძელებს დავას, თუ ანაკლიის პროექტი არ დაიხურა. იმიტომ, რომ კონსორციუმმა პრაქტიკულად ყველანაირი პირობა შეასრულა და ამ პირობებს ჩვენ სახელმწიფოსთან წარვადგენთ დათქმულ ვადაში და დათქმულ დროს. უბრალოდ, კიდევ ვიმეორებ – ყველაფერი იქითკენ მიდის და ეს მიდის ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ მიზეზი მოძებნონ, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის საუბრები, რომ ჩვენ ანაკლიას მხარს ვუჭერთ, სახელმწიფო ააშენებს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს – ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი გადაიდოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

2019-09-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

შემდეგი სტატია

ბიძინა ივანიშვილის ეროვნული ამოცანაა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურად დასჯა

მსგავსი სტატიები

„დროა“: საქართველოში აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმათა სერიის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიდგნენ

„დროა“: საქართველოში აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმათა სერიის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიდგნენ

ნინო ჩხეიძე 21 ივლ 2022
არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა – ვერავითარი ფული და ლობისტი „ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“

არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა – ვერავითარი ფული და ლობისტი „ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ „გაათეთრებს“

ირაკლი შალიკაშვილი 03 თებ 2020

„ოპტიმიზაციის შედეგები გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრები დაიწყებენ ახალ სტრუქტურებში ხელმძღვანელობას“

13 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge