NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება – მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს

შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება – მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს

16 სექ 2019 პოლიტიკა 841 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, ინტერნეტ სივრცეში ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული გვერდების შესახებ კომენტირებისას განუცხადა. კითხვაზე, ვის შეიძლება აწყობდეს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ნეგატიური პროპაგანდა, აცხადებს, რომ სებ-ის დასუსტება შესაძლოა, მრავალი მხარის ინტერესში შედიოდეს. „ეროვნულ ბანკს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შესაძლებლობებისა და ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში. დანარჩენზე, დასპონსორებულ გვერდებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს “, – აცხადებს მესტვირიშვილი.

ამასთან, მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე მოქმედი რისკები არ ამოიწურება, ამ მხრივ კი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ლარის გაუფასურებაა.

მესტვირიშვილი ლარის მიმდინარე გაუფასურებას რუსეთის მხრიდან ტურისტული ემბარგოს დაწესებით გამოწვეულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს.

„ტურიზმიდან შემოსავლები შემცირებულია, რამაც თავისთავად გავლენა იქონია კურსზე და გააჩინა დამატებითი მოლოდინები. ჩვენი შეფასებით, ძირითადი მამოძრავებელი დღეს კვლავ არის მოლოდინები, ამაზე ჩვენი რეაგირება იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ეს თავის შედეგებს გამოიღებს,“ – განაცხადა მესტვირიშვილმა.

კომენტარები

2019-09-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს

შემდეგი სტატია

ევროპული საქართველოს“ დადგენილებაზე – ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს

მსგავსი სტატიები

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები აიძულებენ ამომრჩევლებს, რომ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს

21 ოქტ 2017
პაატა მანჯგალაძე: ეს უნდათ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს?! – არ უნდათ!

პაატა მანჯგალაძე: ეს უნდათ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს?! – არ უნდათ!

ნინო ჩხეიძე 31 მაი 2022
„პროვოცირება ხელოვნურად ხდება” – მმართველი გუნდის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესშია

„პროვოცირება ხელოვნურად ხდება” – მმართველი გუნდის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბვა ოპოზიციის ინტერესშია

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge