NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ

ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ

16 სექ 2019 პოლიტიკა 674 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შირმის როლის ფუნქციაც კი წაგართვეს ქალბატონო თამარ და თქვენ წესით, ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გაგაჩნიათ“, – ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას მიმართა. ბოკუჩავას თქმით, ხულორადავას კომიტეტის დონეზე მაინც უნდა დაეჭირა მხარი დადგენილებისთვის.

„ქალბატონო თამარ, წარსულში ასეთ ტიპის დადგენილებებს თქვენ მხარს უჭერდით, მერე ამით ამაყობდით და ბაქი-ბუქობდით დასავლელ პარტნიორებთან და იძახით, რომ სინამდვილეში ჩვენ პროდასავლური ძალა ვართო. სინამდვილეში ის ადამიანები ვინც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებას საგარეო პოლიტიკაზე, ისევე როგორც საშინაოზე, ძალიან კარგად ვიცით, ეს თქვენ არ ხართ, არც სოფო ქაცარავაადა არც დავით ზალკალიანი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები, მათ შორის გიორგი გახარია, რომელსაც „დოლიჩე ველე“ უწოდებს „მოსკოვის კაცს“.

ძალიან კარგად ვიცით ვინ განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ მოდით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. თქვენ გიყენებდნენ შირმად იმისთვის, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები მაინც მიგეღოთ და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ეს მაინც გამოგეყენებინათ. ახლა ამაზეც უარი თქვეს. შირმის როლის ფუნქციაც კი წაგართვეს ქალბატონო თამარ და თქვენ წესით ცეკას ინსტრუქტორის გიორგი ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ და მის დავალებებს კი არ უნდა ასრულებდეთ, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, არამედ მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გაგაჩნიათ, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის დონეზე მაინც უნდა დაგეჭირათ მხარი ამ დადგენილებისთვის თუ შემდგომ არ გეყოფოდათ იმის ავტორიტეტი, რომ პლენარულ სხდომაზე ყოფილიყო მხადარჭერა თქვენი კომიტეტის მხრიდან“, – მიმართა თამარ ხულორდავას თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კომენტარები

2019-09-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას „სიცრუეს და ჭორაობას“ უწოდებს

მსგავსი სტატიები

მინდა ვურჩიო ყველას, ვინც უტიფრობა გამოიჩინა, კარგად ჩახედოს მიშელის დოკუმენტს – იქ არ წერია 40%-იანი ბარიერი და რატომ შეიძლება ამას მხარს უჭერდეს ის, ვინც მთავრობაში არ არის?

მინდა ვურჩიო ყველას, ვინც უტიფრობა გამოიჩინა, კარგად ჩახედოს მიშელის დოკუმენტს – იქ არ წერია 40%-იანი ბარიერი და რატომ შეიძლება ამას მხარს უჭერდეს ის, ვინც მთავრობაში არ არის?

ირაკლი შალიკაშვილი 25 ივნ 2021
„როგორ ახერხებს პროდასავლური საზოგადოება, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი „რუსეთის აგენტია“?“

„როგორ ახერხებს პროდასავლური საზოგადოება, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი „რუსეთის აგენტია“?“

10 აგვ 2018
მადლიერი ვართ ლიეტუველი პარტნიორების, განსაკუთრებით მინისტრის, რომელიც მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამს უკანონო ბორდერიცაზიაზე

მადლიერი ვართ ლიეტუველი პარტნიორების, განსაკუთრებით მინისტრის, რომელიც მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამს უკანონო ბორდერიცაზიაზე

ირაკლი შალიკაშვილი 09 სექ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge