NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე: წერილი, ოქმი – მოიტანოს და გვანახოს

ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე: წერილი, ოქმი – მოიტანოს და გვანახოს

16 სექ 2019 პოლიტიკა 493 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს.

გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა „მოიტანოს და გვანახოს“.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს სჭირდება სერიოზული ინვესტორები, რომელიც როგორც გიორგი გახარია ამბობს, არ გვყავს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის პრობლემა.

„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი: ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს.

რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული… არც ერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხარაძემ „კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. მისივე თქმით, ცქიტიშვილთან შეხვედრაზე ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. ხაზარაძის ინფორმაციით, შეხვედრა 12 სექტემბერს შედგა.

კომენტარები

2019-09-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მულტიდისციპლინური მიდგომის ეფექტი კიბოს მკურნალობაში – თოდუას კლინიკის სავიზიტო ბარათი

შემდეგი სტატია

ივანიშვილმა, ვოლსკიმ და „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქციეს

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრეს „იფსოსმა“ აჩვენა

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრეს „იფსოსმა“ აჩვენა

ნინო ჩხეიძე 31 ოქტ 2020
გახარია: „ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების“

გახარია: „ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების“

03 აგვ 2018
მიხეილ სააკაშვილი ისევ უკრაინის მოქალაქეა

მიხეილ სააკაშვილი ისევ უკრაინის მოქალაქეა

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2019

უახლესი ამბები

  • მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

    მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

  • 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

    15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge