NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ამბობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ამბობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

13 სექ 2019 პოლიტიკა 982 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო  გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

სააკაშვილთან  ალიანსში  ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას.  

ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმულინავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით  ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო  უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს.  

ბატონი ბიძინას ამ საქმეში  ჩართვა ზემოდასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს. გაუგებარია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც,  მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში. ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ,  რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა  ბიზნეს გარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვიცერებელი.ჩემთვის მთავარი იყო დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც. მისმა  ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით 17 საათზე  სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე. და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

იგი დღეს ცდილობს კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და  ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ  „ელიტელექტრონიქსი“, მიტაცებული ლისის ტბა , ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი „ქეისი“, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა.

ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას  წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.  სხვისი ქონებების  მითვისებაში გასვრილი ხელებით   ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ.  ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს  მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე“, – ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

2019-09-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე ხაზარაძეზე – უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ

შემდეგი სტატია

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის მოდის

მსგავსი სტატიები

გიგი უგულავა: ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას. მოვლენ, დავხვდებით

გიგი უგულავა: ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას. მოვლენ, დავხვდებით

ნინო ჩხეიძე 17 თებ 2021
ომბუდსმენი მერიას და შსს-ს მოუწოდებს სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციას ხელოვნურად ხელი არ შეუშალოს

ომბუდსმენი მერიას და შსს-ს მოუწოდებს სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციას ხელოვნურად ხელი არ შეუშალოს

10 ნოე 2018
ადამიანების ქუჩაში მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრული მარაზმია

ადამიანების ქუჩაში მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრული მარაზმია

ირაკლი შალიკაშვილი 06 სექ 2019

უახლესი ამბები

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge