NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება

12 სექ 2019 პოლიტიკა 173 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველმა სამხედროებმა ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ამასთან, ტელეხიდით ჩართვისას ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანის მეგობარი იქნება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და მათ კიდევ უფრო უკეთეს გარემოში შეძლონ ემსახურონ სამშობლოს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთშიც ესტუმრება და მათ საქმიანობას ადგილზე პირადად გაეცნობა.

თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილზე და პარტნიორების მხრიდან მათ დადებით შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება.

სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც მიესალმა და თავდაცვის მინისტრს სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზე, ხოლო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებულნი.

კომენტარები

2019-09-12
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება

შემდეგი სტატია

როგორც ჩანს, ეს არ იყო მითი, რომ ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნას გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა

მსგავსი სტატიები

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

01 აგვ 2018
წულუკიანი კახიძეს: ეს არის მძიმე, მაგრამ ხანდახან სახალისოც, რომ ვუპასუხო თქვენს არასერიოზულ კითხვებს

წულუკიანი კახიძეს: ეს არის მძიმე, მაგრამ ხანდახან სახალისოც, რომ ვუპასუხო თქვენს არასერიოზულ კითხვებს

13 ივლ 2018

კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge