NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ხუხაშვილი ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ – ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, თავის თავს არავინ იჭერს

გია ხუხაშვილი ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ – ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, თავის თავს არავინ იჭერს

11 სექ 2019 პოლიტიკა 494 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამის გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს, – ასე ეხმიანება მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით ინგლისიდან ჩამოსულ ექსპერტიზის შედეგებს პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“.

როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, დიდი ალბათობით ეს საქმე გამოძიებული არ იქნება, რაც ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ირიბ აღიარებას ნიშნავს.

„გახსოვთ, გიორგი გახარია „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული ჰაკერული შეტევის გამოძიებას დაგვპირდა. მაშინ ფაქტობრივად, გამოძიებული საქმე ჩააბარეს „თიბისის“ შესაბამისმა სამსახურებმა საგამოძიებო ორგანოებს. ამის მიუხედავად ამას არ იძიებენ. წარმოიდგინეთ, იმას არ იძიებენ, რაზეც ყველაფერი ცნობილია, ამიტომ ბუნებრივია, ამ წერილზე გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს.

იმდენად მძიმე ბრალდება წაუყენა ხაზარაძემ მაშინდელ შს მინისტრს დ ახლანდელ პრემიერს, რომ ჯანსაღ სიტუაციაში, თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას, რაც გამოძიების შემთხვევაში მოხდება მხოლოდ. თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ეს ფაქტობრივად, არის დანაშაულის ირიბი აღიარება,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს გაჩენილი კითხვები ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე, ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„იმიჯი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა, ამას ყველაფერს არ დაგიდევს.

მთავარი მაინც ამ მოცემულობაში არის, როგორ შეძლებს მამუკა ხაზარაძეპოლიტიკურ პროცესში პოზიციონირებას, რამდენად მძიმე არგუმენტები აღმოჩნდება ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არჩევნების დროს. ამ „ქეისების“ გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

შეგახსნებთ, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ინგლისიდან ჩამოსული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა. მისივე თქმით, იმის გარკვევა თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდები, მხოლოდ საქართველოს შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ, რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება

შემდეგი სტატია

ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

მსგავსი სტატიები

კარასინი: ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა

კარასინი: ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა

02 თებ 2018
„ნაციონალური წარსული არანაკლებ საშიში იყო ვიდრე კომუნისტური სისტემა”

„ნაციონალური წარსული არანაკლებ საშიში იყო ვიდრე კომუნისტური სისტემა”

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2019
ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება – ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეზე

ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება – ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეზე

ირაკლი შალიკაშვილი 21 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge