NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიიღებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიიღებს

11 სექ 2019 პოლიტიკა 377 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიიღებს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მას ამ ეტაპზე არც ერთ გვართან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტს უკვე წარედგინა, რთული განხილვები ელით წინ.

„ნომინირება გააკეთა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და გვარები წარმოდგენილია. პარლამენტში ჯერ არც დაწყებულა განხილვის პროცესი. მე პირადად გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, საპარლამენტო განხილვები როგორ ჩაივლის. საერთოდ არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია არც ერთ გვართან დაკავშირებით, რომელიც ამ სიაში არის. ვის და როგორ დავუჭერ მხარს, დამოკიდებული იქნება იმაზე, განხილვებში როგორ წარმოაჩენენ კანდიდატები საკუთარ თავს. მათ საკმაოდ რთული განხილვები ელით წინ. წინასწარ იმაზე საუბარი ვინ, როგორ და რამდენი დაინიშნება საუბარი შეუძლებელია. მე ვის მივცემ ხმას და ვის არა, ამას ნახავთ კენჭისყრაზე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო 20-კაციანი სია 4 სექტემბერს შეარჩია. უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე; გოჩა ჯეირანაშვილი.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია

შემდეგი სტატია

სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებაზე, ხშირად პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა

მსგავსი სტატიები

“სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა”

“სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა”

ნინო ჩხეიძე 28 აპრ 2020
გია ვოლსკი: ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის

გია ვოლსკი: ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის

ნინო ჩხეიძე 15 აგვ 2020
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

10 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

    “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

  • ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

    ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

  • ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

    ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

  • მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

    მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

  • გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

    გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

  • მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

    მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

  • Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge