NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

11 სექ 2019 პოლიტიკა 450 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თუ ასეთი გულშემატკივრები არიან საქართველოსი, მაშინ კვიპროსის მოდელით ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ და ნატო-ში მიღება-არმიღებაზე მერე ვილაპარაკოთ. ევროკავშირში გაერთიანება საქართველოსთვის გაცილებით მეტი გარანტიები იქნება როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ქვეყნის უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, ნატო კარგია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც უკვე არიან მისი წევრები, მაგრამ საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ ნატო-ში გაერთიანება არის სახელმწიფოებრივად გამანადგურებელი, ვინაიდან ნატო-ში გაერთიანების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება აღარასდროს არ გაიყვანს რუსულ ბაზებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

„აფხაზეთში და სამაჩაბლოში დგას რუსული ბაზები. ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განლაგებას. რას ვაკეთებთ? ჩვენს ერთ პატარა ტერიტორიაზე ორ ურთიერთდაპირისპირებულ სამხედრო ძალის განლაგებას ვაპირებთ?!

გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია – დიალოგი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ძალიან კარგი იქნებოდა ეს ვალდებულება პრეზიდენტს აეღო საკუთარ თავზე, ეს მე მხოლოდ გამიხარდებოდა, ძალიან კარგი იქნება, რომ პრემიერმა გახარიამ გაბედოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯი კონფლიქტების დასარეგულირებლად. გახარია ივანიშვილის ქონების დაცვაზე კი ნუ იქნება ორიენტირებული, არამედ იმაზე იყოს ორიენტირებული თუ რა იქნება მისი ქვეყნისთვის აუცილებელი.

მე არ ვიცი გახარია არ თუ არა არის მოსკოვის კაცი, მაგრამ თუ ის დაიწყებს მოსკოვთან მოლაპარაკებას ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოსკოვის კაცია. სამწუხაროდ, არც გახარიას და არც სხვა რომელიმეს დღევანდელ ხელისუფლებაში არ აქვს არც გამბედაობა და არც რესურსი პირდაპირი დიალოგი დაიწყოს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ერთადერთი ვარ ვისაც შეუძლია შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. ხელისუფლებაში ყოფნის და ბერკეტების არსებობის შემთხვევაში მე ნამდვილად შევძლებ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ – ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, თავის თავს არავინ იჭერს

შემდეგი სტატია

მუქარის წერილზე“ – ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა, მისი პორტრეტი ამოვიდეს

მსგავსი სტატიები

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი“

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი“

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს

საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს

ირაკლი შალიკაშვილი 23 ოქტ 2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა უკონკურსო გადანიშვნებს ნაზი ჯანეზაშვილი ეწინააღმდეგება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა უკონკურსო გადანიშვნებს ნაზი ჯანეზაშვილი ეწინააღმდეგება

სოსო ელისაშვილი 24 ივლ 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge