NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მუქარის წერილზე“ – ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა, მისი პორტრეტი ამოვიდეს

მუქარის წერილზე“ – ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა, მისი პორტრეტი ამოვიდეს

11 სექ 2019 პოლიტიკა 215 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გახსოვთ, რომ დასცინოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თავად გახარია, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი. აბა დაწერონ ისეთი წერილი, სადაც გიორგი გახარიას ანაბეჭდები იქნება,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძის თქმით, დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ გამოძიებას მარტივად შეუძლია იმ პირთა ვინაობა დაადგინოს, რომელთა ანაბეჭდებიც არის წერილზე.

„გახსოვთ, რომ დასცინოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თავად გახარია, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი და რომ ასეთ წერილს ყველა დაწერს. აბა დაწერონ ისეთი წერილი, სადაც გიორგი გახარიას ანაბეჭდები იქნება, ან მისი მდივნის, რომელმაც ეს აკრიფა, ან მისი თანაშემწის, რომელმაც ეს გამოიტანა. ძალიან ადვილია, შესყიდვებიდან ამოვიღოთ ის მოწყობილობები, ქსეროქსი და საბეჭდი მასალები, სადაც ეს წერილი დაიბეჭდა. ერთადერთი ამ წერილში ბოლოში არ არის ნათქვამი გახარიამ რომ იცის: „წერტილი“, „ხაზარაძე, ახლა მიდი და ზურაბიშვილს დაუჭირე მხარი, დახურე „ტვ პირველი“ და „არტარეა“ და წერტილი“. აი, წერტილის გარდა, ყველაფერი იკითხება ამ წერილის შინაარსში. ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს. 21-ე საუკუნეა, აი, დინოზავრის ხმების აღდგენაც კი უნდათ გამოქვაბულში და პორტრეტი კი არა, გახარიას ხმაც კი იქნება, როგორ კარნახობს ამ წერილს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის ადა ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების ინფორმაციით, ლონდონიდან მიღებული ექსპერტიზის შედეგებით დასტურდება, რომ წერილზე ათეულობით ადამიანის ანაბეჭდია.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

შემდეგი სტატია

გამოძიების ეს ეპიზოდი თავად ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, რომელმაც არ წარმოადგინა „წერილის“ ორიგინალი და გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი ჰიპოთეტურ დასკვნებზე ვერ გააკეთებს განცხადებას – ხატია მოისწრაფიშვილი პოლიტიკოსების დაკავებაზე

პრეზიდენტი ჰიპოთეტურ დასკვნებზე ვერ გააკეთებს განცხადებას – ხატია მოისწრაფიშვილი პოლიტიკოსების დაკავებაზე

ირაკლი 30 ივლ 2019

„მაკიაველიზე თესლი და მაკქვინზე უფრო გემოვნებიანი ანუ იგივე რუსთავი 2-ის დირექტორი“

სოსო ელისაშვილი 18 მარ 2018

ლონდონის სითის მერის შეფასებით საქართველოს რეგიონში ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო გააჩნია

24 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

    “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

  • საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

    საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

  • ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

    ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

  • შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

    შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

  • მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

    მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

  • დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

    დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

  • საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

    საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

  • სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

    სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

  • ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

    ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

მოგვიწონეთ!

თბილისი
3°
broken clouds
humidity: 69%
wind: 2m/s E
H 2 • L 1
6°
Fri
7°
Sat
8°
Sun
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge