NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კახა კალაძის ინფორმაციით, რადიოქალაქის პროექტთან დაკავშირებით გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ტერიტორია კი 23 მილიონ ლარად გაიყიდა

კახა კალაძის ინფორმაციით, რადიოქალაქის პროექტთან დაკავშირებით გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ტერიტორია კი 23 მილიონ ლარად გაიყიდა

11 სექ 2019 პოლიტიკა 363 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინდა მივაწოდო მოსახლეობას საკმაოდ სასიხარულო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ის მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვისაც, ეს ეხება მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიას,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიოქალაქის პროექტი მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მერის ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ტერიტორია კი 23 მილიონ ლარად გაიყიდა.

„ჩვენ გვინდა აქ განვავითაროთ პროექტი, რომელიც იქნება გლდანისთვის, მუხიანისთვის, თემქისთვის, ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი. ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია გამოტანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ინდუსტიული ქალაქი“. ეს კონკრეტული ადგილი, რადიოქარხნის ტერიტორია 23 მილიონ ლარად გაიყიდა,“- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, უკვე შემუშავებულია კონცეფციაც, თუ როგორ უნდა განვითარდეს რადიოქარხნის ტერიტორია. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი და ის საინტერესო იქნება ქალაქში მცხოვრები ყველა თაობის ადამიანისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის.

„კონცეფციის მიხედვით, აქ უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო სივრცე, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეტრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე, სამუშაო, საწარმო სივრცე და ა.შ.

ძალიან საინტერესო პროექტია და გამარჯვებული ჯგუფიც საკმაოდ წარმატებულია. ის დედაქალაქში ფლობს, სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს, ეს არის სასტუმრო რუმსი, სტამბა, ფაბრიკა და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებთ და არა მხოლოდ იმ რაიონებისთვის, რომელიც მე ჩამოვთვალე, არამედ დედაქალაქისთვის იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე მაქვს ყურადღება გამახვილებული, ასევე გარეუბანშიც გვექნება ერთ-ერთი ძალიან მაგარი პროექტი, ახალი მიზიდულობის ცენტრი და როგორც წინასაარჩევნოდ დაგპირდით ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი არა მხოლოდ ახალგაზრდობისთვის, ყველა თაობის ადამიანებისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებაზე, ხშირად პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა

შემდეგი სტატია

მე არანაირად არ მაწუხებს ნიკა მელიას პარლამენტში მოსვლა და თუნდაც ცრუპენტელობა, მაგრამ თუ სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

მსგავსი სტატიები

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე – პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს 

21 დეკ 2018
„მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და ვუკრძალავდი ჩემს სპეცსამსახურებს ჩაეწერათ აგენტების პირადი ცხოვრებაც კი“

„მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და ვუკრძალავდი ჩემს სპეცსამსახურებს ჩაეწერათ აგენტების პირადი ცხოვრებაც კი“

14 სექ 2017
იუსტიციის მინისტრი პარლამენტში მივიდა

იუსტიციის მინისტრი პარლამენტში მივიდა

News 20 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge