NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება

ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება

11 სექ 2019 პოლიტიკა 811 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს ვიდეო აღმაშფოთებელია და ამ ვიდეოს გავრცელება ორმაგად დამაზიანებელი, – ასე შეაფასა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს კანაფის მოწევას სთხოვენ.

ზოიძის თქმით, ასეთ მავნე ჩვევებთან ბრძოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით უნდა მოხდეს.

“აღმაშფოთებელია, როგორც ამ ვიდეოს გავრცელება, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ამ საქციელს, ისე სამართლებრივი კუთხით, 21 წლამდე ადამიანის დაყოლიება კანაფის მოხმარებაზე ითვალისწინებს საკმაოდ დიდ სასჯელს – 6-დან -10 წლამდე და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი მოხმარებაც ასევე ითვლისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სასჯელს. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლებრივი მექანიმზი ვერ იქნება პრევენცია. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების და სპორტის პოპულარიზაცია, რაც მსგავსი მავნე დამოკიდებულების ერთადერთი ეფექტიანი გზაა. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება. ბიუჯეტი, როგორც კი შემოვა ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მე არანაირად არ მაწუხებს ნიკა მელიას პარლამენტში მოსვლა და თუნდაც ცრუპენტელობა, მაგრამ თუ სამართლებრივი საკითხია მოსაგვარებელი, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება

მსგავსი სტატიები

ჯაბა ჯიშკარიანი: ესენი არიან ჩვეულებრივი ხულიგნები

10 ოქტ 2017
„თუ პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენი ერთ-ერთი პარტიული ლიდერი, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდებოდა  ილუზია პრეზიდენტის ჭარბ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით “

„თუ პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენი ერთ-ერთი პარტიული ლიდერი, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდებოდა  ილუზია პრეზიდენტის ჭარბ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით “

14 აგვ 2018

“ჩრდილოეთ კორეაზე ტრამპი ხშირად იყენებს მკაცრ ლექსიკას”- სტოლტენბერგი

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge