NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დაწყებულია მუშაობა, რომ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს

დაწყებულია მუშაობა, რომ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს

11 სექ 2019 პოლიტიკა 820 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა თბილისის მერიისა და კომპანია m2, ასევე საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით მოგვარდა. თბილისის მერის თქმით, დაწყებულია ასევე მუშაობა, რომ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების პრობლემაც დადებითად იქნას გადაწყვეტილი.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საინიციატრივო ჯგუფს, სამშენებლო კომპანია m2-ს, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ერთობლივად პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებდა 2500-მდე ოჯახს. ერთი ანდაზის შთაგონება მაქვს, რომელიც ამას წინათ შემხვდა და მოვინიშნე. ვფიქრობ, ის ამ კონტექსტში ზუსტად გამოხატავს თქვენს და პირადად ჩემს განწყობას: – “წარმატება არ არის საბოლოო, არც დამარცხებაა ტრაგედია, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის გაგრძელების სურვილი”.

შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, ამ 2500 ოჯახის მსგავსად, უნდა ვთქვა, კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის ერთ-ერთი „საუკეთესო მაგალითი“ არის „ცენტრ პოინტის“ თემა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და გვჯერა, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებთან მიმართებაში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობებს.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ „ცენტრ-პოინტის“ პრობლემაც იქნას მოგვარებული და ერთიანი ძალისხმევით ანალოგიურად იქნება მოგვარებული ეს პრობლემა, როგორც ეს იყო „სვეტის“ დაზარალებულების შემთხვევაში,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინაში საქართველოს ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა

შემდეგი სტატია

საოკუპაციო ძალების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების წარმოება სახიფათო და დესტრუქციული ქმედებაა

მსგავსი სტატიები

თუ უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, ასეთია მისი ხასიათი

თუ უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, ასეთია მისი ხასიათი

ირაკლი შალიკაშვილი 30 აპრ 2020
1 264 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი

1 264 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2021

ბლოკმა “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო” ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

08 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge