NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია

აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია

11 სექ 2019 პოლიტიკა 354 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აგზავნის სიგნალებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ამიტომ მათ აქვთ განცდა, რომ საქართველოში ვითარება არ არის მძიმე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მერამდენედ ხდება სერიოზული პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. სამწუხაროდ, ამავე დროს ვხედავთ, რომ დასავლეთის დედაქალაქებში რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ არის ადეკვატური. საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებელ რეჟიმში უნდა მართავდეს კონსულტაციებს შესაბამის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაშინგტონში.

ამავე დროს, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც არ აქვთ განცდა, რომ საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების პრობლემები, რეალურად მძიმდება, რუსეთის და საოკუაციო რეჟიმის პროვოკაციების შედეგად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო.

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, – განაცხადეს სუს-ში.

კომენტარები

2019-09-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საოკუპაციო ძალების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების წარმოება სახიფათო და დესტრუქციული ქმედებაა

შემდეგი სტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიიღებს

მსგავსი სტატიები

„გადავახვიე“ და მივხვდი – მე მათი „ბიძინური გრძნობების შეურაცხყოფა“ ჩამიდენია“

„გადავახვიე“ და მივხვდი – მე მათი „ბიძინური გრძნობების შეურაცხყოფა“ ჩამიდენია“

17 აგვ 2018
პრემიერმინისტრი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს

პრემიერმინისტრი ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს

სოსო ელისაშვილი 10 აგვ 2017
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება

ირაკლი შალიკაშვილი 12 სექ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

    საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

  • ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

    ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცდომა იყო – ის, რომ ვიღაცის დაპატიმრება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცე

  • საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

    საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

  • ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

    ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ – შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს

  • ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

    ზურაბ მეძველია: იმ უტიფართან ერთად იგულავებს მაშინ, როცა მთელი მოსახლეობა გამოკეტილები ვართ და …

  • “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

    “ასტრაზენეკას” პირველი დოზები ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა

  • გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

    გელა ჩარკვიანს დღეს 82 წელი შეუსრულდა

  • კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

    კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

  • ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”

    ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”

  • „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

    „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge