NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეს არის ყველაზე პრაგმატული პასუხი იმაზე, რა გამოწვევის წინაშეც ჩვენ ვართ

ეს არის ყველაზე პრაგმატული პასუხი იმაზე, რა გამოწვევის წინაშეც ჩვენ ვართ

10 სექ 2019 პოლიტიკა 214 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის ყველაზე პრაგმატული პასუხი იმაზე, რა გამოწვევის წინაშეც ჩვენ ვართ,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა”ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რითაც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

ხიდაშელის თქმით, მოსაზრება, საქართველო გამხდარიყო ნატო-ს წევრი იმგვარად, რომ ტოტალური თავდაცვის მუხლი არ გავრცელებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობას “ფრაგმენტულად ჰქონდა.”

“ეს იდეა არ ეკუთვნის ანდრეს ფოგ რასმუსენს. სასიამოვნოა, რომ ისიც იმავე პოზიციაზეა. უკეთესი იქნებოდა როცა გენმდივანი იყო, მაშინ ჰქონოდა ეს პოზიცია, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წონის, ამ რანგის, დღეს უკვე ექსპერტის როლში მყოფი ადამიანების პოზიციები. საქართველოს ხელისუფლებას ეს მოსაზრება ფრაგმენტულად ჰქონდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში ის ხალხი იყო, ვისაც გვქონდა ეს პოზიცია, თუმცა იმისათვის, რომ აქტიური ქმედება დაიწყო, მოტივირებული უნდა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დადგეს. მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნატო-სთან მიმართებით გარდა საფრთხის განცდისა, სხვა განცდები აქვს,”- განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება”, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

2019-09-10
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს

შემდეგი სტატია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ გაათავისუფლეს ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერობიდან

მსგავსი სტატიები

2020 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე

2020 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე

ირაკლი 05 ნოე 2019

ნათელაშვილი: მიმდინარე კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი გამოცხადდა არალეგიტიმურად

22 სექ 2017
ჟენევის ფორმატი უნდა შეიცვალოს – პრეზიდენტი ჟენევის ფორმატის გაფართოების იდეით გამოდის

ჟენევის ფორმატი უნდა შეიცვალოს – პრეზიდენტი ჟენევის ფორმატის გაფართოების იდეით გამოდის

ირაკლი 26 მარ 2019

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
5°
overcast clouds
humidity: 65%
H 8 • L 7
11°
Mon
8°
Tue
8°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge