NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დოიჩე ველეს სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”

დოიჩე ველეს სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”

09 სექ 2019 პოლიტიკა 438 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დოიჩე ველეს” სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „დოიჩე ველეს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია„რუსეთის კაცად“ არის მოხსენიებული. თალაკვაძის შეფასებით, 2012 წლიდან დღემდე “ქართულმა ოცნებამ”, გიორგი გახარია სთან ერთად, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი, გიორგი გახარია სთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში, აღწევს რეალურ შედეგებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, აღწევს რეალურ შედეგებს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუციის ქვეყნად. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად. რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ: ადამიანის უფლებების დაცვა, ინსტიტუტების გაძლიერება, საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა – ეს არის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე. ეს არის, რაც მიუთითებს გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის მიზნებზე. ასე, რომ შეფასებები უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემდეგ შეასრულა,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2020 წლის არჩევნებისთვის მობილიზების მიზნით დაინიშნა, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ნამდვილად ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„გიდასტურებთ, რომ ქვეყანა ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. ეს სამზადისი მოიცავს საარჩევნო სისტემის რეფორმას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე დაფინანსების სისტემა, უფრო თანაბრად განაწილებული დრო მედიაში და რაც მთავარია, პროპორციული საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერით, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალებას აძლევს, პარლამენტში წარმომადგენლობა მიიღოს. ეს არის 2020 წლის არჩევნებისთვის სამზადისი. ამის გარდა, გვრჩება დიდი პასუხისმგებლობა, რომ არ შეჩერდეს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

2019-09-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა

შემდეგი სტატია

გახარიას წერილზე“ – თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები ან დამატებითი მტკიცებულებები, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს

მსგავსი სტატიები

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტი – თავდასხმის თვითმხილველები გამოიკითხნენ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტი – თავდასხმის თვითმხილველები გამოიკითხნენ

21 იან 2019
ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი – პროექტში „კონტის” დარჩენა ამერიკული ფონდის ან “მერიდიანის” მონაწილეობას არ გამორიცხავს

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი – პროექტში „კონტის” დარჩენა ამერიკული ფონდის ან “მერიდიანის” მონაწილეობას არ გამორიცხავს

ირაკლი შალიკაშვილი 25 ოქტ 2019
თეა წულუკიანი: „მოლოდინის შესაბამისად, გასაუბრებები გაიმართა სამ კანდიდატთან  და სია იქნა მოწონებული. ამით კონკურსის მეორე ეტაპიც წარმატებით დაიხურა”.

თეა წულუკიანი: „მოლოდინის შესაბამისად, გასაუბრებები გაიმართა სამ კანდიდატთან და სია იქნა მოწონებული. ამით კონკურსის მეორე ეტაპიც წარმატებით დაიხურა”.

29 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge