NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ – კალაძე თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა

კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ – კალაძე თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა

04 სექ 2019 პოლიტიკა 585 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა, რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ალბათ, სხვადასხვა საზოგადოებაში ცხოვრობენ, რადგან იმ საზოგადოებაში, რომელსაც პირადად იცნობს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენას აღფრთოვნება არ მოჰყოლია.

„გახარია არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში კი არა, საეროდ ცხოვრებაში ერთი კარგი საქმე არ აქვს გაკეთებული და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ის თითქოს ძალიან ძლიერი ფიგურაა, სად ჩანს, მისი პოლიტიკური სიძლიერე?! პოლიტიკური სიძლიერეა მეტოქეებთან კამათი, ამ კამათში გამარჯვება. სადმე გინახავთ გახარია დებატებში?! გახარია არავინ არ არის, ამიტომ თავს ნუ ინუგეშებენ, რომ ის ძლიერი ფიგურაა და ახლა ის გადარჩენს ივანიშვილის წამხდარ საქმეს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ამბობენ, რომ გახარიას პრემიერად წარდგენამ დიდი აღელვება არ გამოიწვია, აღიარებენ მხოლოდ იმას, რომ ახალგაზრდებში გამოწვია აღლევება, თუმცა ახალგაზრდები არ მიაჩნიათ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად.

„ეს იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო. ხელისუფლებამ ვერ დაინახა აქციები, ვერ დაითვალეს ხალხი, თქვეს, რომ 20-25 კაცი დგას, ეგ არაა საზოგადოებაო. კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებაში დასარჩენად საჭიროა თანამდებობაზე დანიშნოს ოთხი პოლიციელი და დანიშნა. მიკვირს, განათლების მინისტრად ჯერჯერობით როგორ არ არის პოლიციელი დანიშნული, მაგრამ ალბათ, ამასაც გამოასწორებენ. ეს წარდგენა არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტის, სადაც იმუქრებიან, რომ უმრავლესობა ერთხმად დავუჭერთ მხარსო, ერთხმად წავლენ პოლიტიკურ საფლავში, ერთად დაიმარხავენ თავს. ეს ყველაფერი, კონფრონტაციის ეს გზა ნანახი გვაქვს, არამხოლდო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული იყო ევროპული დელეგაცია, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ერთმანეთისთვის მოესმინათ, თუმცა „ბიძინა ივანიშვილი არ უსმენს არც ევროპას, არ ამერიკას და საკუთარ ხალხს“.

„რაც შეეხება კახა კალაძეს, მოდი ვიკითხოთ, რამდენად გულწრფელია კალაძე და რამდენად აღფრთოვანებულია ამ დანიშვნებით?! გულში ჩაიხედოს მან და თუკი ვინმემ რამე იცის, ყველამ შესანიშნავად ვიცით, რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. რაც არ მოსწონს იმაზე ამბობს, რომ მომწონსო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. კახა კალაძის მსგავსი შემთხვევითი ფიგურები პოლიტიკაში ყოფილან. ამათ ჰგონიათ, რადგან ახლა ხელისუფლებაში არიან, მიიჩნევენ, რომ ჩერჩილები და კეისრები არიან. სინამდვილეში ჩვენს წინაშე არიან ჩიტირეკია, გაუნათლებელი და ძალიან სუსტი ფიგურები, რომლებიც გააოგნა თვით გახარიას სიძლიერემ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დასახელებით კმაყოფილია.

„გუშინ ვნახეთ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

2019-09-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო

შემდეგი სტატია

მეგობრულ რჩევას მივცემდი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო პროცესში

მსგავსი სტატიები

პოლიტიკური განაჩენი საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ოპოზიცია ევროპარლამენტარების კრიტიკულ წერილს აფასებს

პოლიტიკური განაჩენი საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ოპოზიცია ევროპარლამენტარების კრიტიკულ წერილს აფასებს

03 აპრ 2019
გახარია პარლამენტში მივა – მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის შექმნას შეეცდება

გახარია პარლამენტში მივა – მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის შექმნას შეეცდება

ირაკლი შალიკაშვილი 25 ივნ 2019
სტოლტენბერგის ვიზიტი – აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო ფორმატში განხილვას მოითხოვს

სტოლტენბერგის ვიზიტი – აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო ფორმატში განხილვას მოითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2019

უახლესი ამბები

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

  • მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

    მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge