NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მინდა მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით – გავრილოვის რევოლუცია არ შედგა

მინდა მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით – გავრილოვის რევოლუცია არ შედგა

03 სექ 2019 პოლიტიკა 692 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე მინდა მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით, ყველას ერთად, გავრილოვის რევოლუცია არ შედგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და იქვე დასძინა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ქვეყნის მთავარი სირცხვილი.

„სწორედ არ შემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია მათი პოსტისტერია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. სათქმელი არაფერი აქვთ, სტვენაზე გადავიდნენ – „კმარადან“ ვერ გამოვიდა ეს ხალხი. „კმარადან“ დღემდე ვერ გამოდიან. გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გარკვეულ შემთხვევებში და პატივს ვცემთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რადგან აქ არიან, მოისმემენ და მინდა ვუთხრა მათ სინამდვილეში რა არის სირცხვილი. სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება, სირცხვილია პარლამენტარის მიერ პარლამენტისკენ შტურმის მოწოდება, სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება, სირცხვილია გავრილოვის რევოლუციის დაგეგმა, რომელიც აღიკვეთა, სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა, სირცხვილია ლაპარაკი იმაზე, რომ აგვისტოს ომით ამოისუნთქეს, სირცხვილია აგვისტოს ომიდან ორ თვეში მათი მხარდაჭერილი რეზოლუციის „გაპრავება“, თითქოს, ეს იყო დიპომატიური გამარჯვება, ასეთი თავხედობაც ეყოთ. სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი აბსოლუტურად სხვა თემაზე, უკვე აბსოლუტურად ყველა თემაზე. სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების მხრიდან და ქონების ჩამომრთმევების მხრიდან მორალზე ლაპარაკი. სირცხვილია ოკუპაციის შედეგებს უპროსტესტებდეს „ქართულ ოცნებას“ და თავად იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობაა“ სირცხვილი, მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის. სანამ ეს იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი მთავრობის, არ აქვს მნიშვნელობა, მანამდე ეს სირცხვილი ექნება ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, სხვა გამოწვევებთან ერთად, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტყუილებია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას სთავაზობს.

„ეს ისტერია გასაგებია, არის უამრავი გამოწვევა, ბუნებრივია. ერთი მხრივ, ოკუპაციის თემით, რომ სპეკულირებენ, რაც მართლა ყველაზე დიდი სირცხვილია, შედეგები გვაქვს ხელშესახები. მათ ხომ პრაქტიკულად თანამონაწილეებად გახადეს თავისი თავი ოკუპაციის, შედეგებიც ვნახეთ და დღემდე ვხედავთ ამ ყველაფერს. დეოკუოპაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები. მაგალითად, 2012 წლის შემდეგ და ბოლო წლებში განსაკუთრებული ინტენსივობით მიღებულია მხარდამჭერი 35 რეზოლუცია, 142 მხარდამჭერი განცხადება მაღალი ტრიბუნიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზეა საუბარი, 8 დეკლარაცია, 24 ანგარიში, 6 საკანონმდებლო აქტი, 5 გადაწყვეტილება, 220 მსგავსი დოკუმენტი არსებობს და 2018 წელს პირველად, სახელდობრ, ოკუპაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია, ეს ერთი მხარე. მეორე მხრივ, ჩვენ ქვეყანაში უამარავი რამ კეთდება, გამოწვევებიც და პრობლემებიცაა პარალელურად. არის ასეულობით სოფელი, სადაც არასდროს ყოფილა არც გზა, არც წყალი და დღეს უკვე არის. ეს არ არის საკმარისი, გავიგეთ, გამოწვევებიც ვიცით, ბევრი გამოწვევაა, რომელსაც ადეკვატური პასუხი სჭირდება, რასაც სიღარიბე, რასაც ოკუპაცია ჰქვია და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რასაც ტყუილი ჰქვია, ტყუილია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოწვევის სახით გვთავაზობს. ამ ტყუილებში გვახსოვს, ორი წელი აჯერებდნენ ხალხს, რომ საშინელება ხდებოდა „რუსთავი2“-ის ირგვლივ და ევრო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ტყუილი. არაფორმალურ მმართველზე დღემდე ლაპარაკობენ და ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ ხოლმე, „მესიჯ ბოქსში“ აქვთ გაწერილი სააკაშვილის მიერ. ამ ტყუილებს უნდა დავუპირისპირდეთ სხვა გამოწვევებთან ერთად და მაშინ იქნებ რაღაც შედეგიც დავდოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

2019-09-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოლიციამ ხელის კვრით გამომაგდო – არ მაძლევენ უფლებას, პარლამენტის ჭიშკართან მივიდე

შემდეგი სტატია

არ არის აუცილებელი ჩვენმა მედიამ გავრილოვის შეხედულებები აიტაცოს

მსგავსი სტატიები

„წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი“

„წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი“

11 დეკ 2018
„ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის“

„ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის“

13 სექ 2017

„ეს არის ტექსტი, რომელიც მომავალში გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას“

26 სექ 2017

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge