NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა ბახტაძე პირველი პრემიერია, რომელიც ისე წავიდა, რომ მოსახლეობამ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება ვერ მოახერხა

მამუკა ბახტაძე პირველი პრემიერია, რომელიც ისე წავიდა, რომ მოსახლეობამ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება ვერ მოახერხა

02 სექ 2019 პოლიტიკა 477 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბახტაძეს დაეუფლა განცდა, რომ რაღაც მისია შეასრულა და ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი საინტერესო კითხვა, რომელიც დღეს მას ჟურნალისტებმა შეიძლება დაუსვან: რა მისია ჰგონია რომ შეასრულა? – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ პრემიერობის პერიოდში ისიც კი ვერ მოახერხა, რომ საზოგადოებას მისი სახელი და გვარი დამახსოვრებოდა.

„საქართველოს ისტორიაში პირველი პრემიერია, რომელიც ისე მოვიდა და ისე წავიდა, რომ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება მოსახლეობამ ზუსტად ვერ მოახერხა. თავისთავად, მისი წასვლა არამგონია რაიმე საინტერესოს შემცველი იყოს, ამას დიდი დანანებით ვამბობ, რადგან მაინც ჩემი ქვეყნის პრემიერია. რაც შეეხება გახარიას მოსვლას პრემიერის პოსტზე, არ მგონია, რომ მარტივი იყოს ამ გადაწყვეტილების საპარლამენტო უმრავლესობაში გატანა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ყველა შემთხვევაში გამარჯვებულის თამაშს თამაშობს. ულტიმატუმის ენით ესაუბრება საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას. გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში ისინი ყველა ერთად თანამონაწილეები ხდებიან 20 ივნისის მოვლენების, პანკისში განვითარებული მოვლენების, მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეების, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ ქვეყანა მივა საპარლამენტო არჩევნებამდე. არცერთი ვერსია არ არის ქვეყნისთვის კარგი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული გამოვა. როგორც ჩანს, გუნდში არ არის თანხმობა, კონსენსუსი და საერთო აზრი – სწორედ ამით არის განპირობებული ის განცხადებები, რომ ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ნაწილს ხვალ გავიგებთ, ნაწილს ზეგ და იმის მერე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

კომენტარები

2019-09-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდებ

შემდეგი სტატია

გამოსავალი ერთია: ახალი ხელისუფლების მოსვლა, რომელიც პრობლემების მოგვარებით დაკავდება და არა “ფეისბუქზე” გამოსათხოვარი მაღალფარდოვანი ნეკროლოგების მომზადებით

მსგავსი სტატიები

ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 10 დეკ 2019
გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

ირაკლი შალიკაშვილი 20 იან 2021
„ე.წ. მოსამართლე გიორგი არველაძემ განაჩენი გამოუტანა არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში“

„ე.წ. მოსამართლე გიორგი არველაძემ განაჩენი გამოუტანა არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ მის დამკვეთებს იუსტიციის სამინისტროში“

05 იან 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge