NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც ამ შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია

აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც ამ შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია

26 აგვ 2019 პოლიტიკა 443 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს ეხმაურება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია.

„ვერც პირველ და ვერც მეორე ტურს, როგორც პროცესს, ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა დევნილობაში იმყოფება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლაც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც, როცა ე.წ. მეორე ტურია დანიშნული, პროცესები მშვიდობიანად, დაძაბულობის გარეშე წარიმართოს, რადგან აფხაზური საზოგადოების ბედი ჩვენთვის სულ ერთი არ არის.

არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს გავაფართოვოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია. აშკარად ვხედავთ, რომ ეს თარიღი იქცა არათუ დამოუკიდებლობის, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების ათვლის წერტილად. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში, წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები – უსაფრთხოებით დაწყებული, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემებით, განათლების ხარისხის დაბალი დონითა და ზოგადად, მომავლის პერსპექტივის ფაქტობრივი არქონით დასრულებული“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ საჭიროა კომუნიკაციის არხების გაფართოვება თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო, ასევე მშვიდობაზე დიალოგის კუთხით.

„ამიტომ, დღეს, როდესაც ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები ჩართულობის, შერიგების მიმართულებით, რადგან კონტაქტები ძალიან გაზრდილია და კიდევ უფრო მაღალია ინტერესი, პირდაპირი დაბრკოლებებით რომ არ ეშლებოდეს ხელი, ჩვენთვის აშკარაა, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავაფართოოთ კომუნიკაციის არხები თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო და დიალოგი მშვიდობაზე. ამაში ვგულისხმობ კონკრეტულ ინიციატივებსაც, რომლებიც ვაჭრობას, განათლებას, ჯანდაცვას დ ა.შ. უკავშირდება. ასევე იმას, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენ მომავალი უკეთესი პერსპექტივებით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

კომენტარები

2019-08-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობაზე – ეს პრობლემას არ წარმოადგენს, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული კომპანიების საკუთრებაშია?!

შემდეგი სტატია

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

მსგავსი სტატიები

გომელაურის მოხსენება პარლამენტში – სხდომა დაიხურა

გომელაურის მოხსენება პარლამენტში – სხდომა დაიხურა

სოსო ელისაშვილი 03 მაი 2019
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიაში სავარაუდოდ ერთთვიან ვადას წარადგენს

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიაში სავარაუდოდ ერთთვიან ვადას წარადგენს

12 იან 2018
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა

ნინო ჩხეიძე 08 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge