NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველო მისი ნაწილი გახდება

დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველო მისი ნაწილი გახდება

23 აგვ 2019 პოლიტიკა 851 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველო მისი ნაწილი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვილნიუსსა და საქართველოს, გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, „უამრავი საერთო რამ აკავშირებს“.

„ნამდვილად დიდი პატივია რომ ვიმყოფები აქ, უკვე მეორედ და მაქვს შესაძლებლობა პირადად მოგილოცოთ თქვენ ბატონო პრეზიდენტო. მე ვიმყოფები ქვეყანაში, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოს მეგობარი, არამედ ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ უამრავი საერთო რამ გვაკავშირებს. თუ გეოგრაფიულ კონტექსტში განვიხილავთ – ორივე ქვეყანა მდებარეობს ევროპის ზღვარზე. თუმცა, თქვენ ევროპაში იმყოფებით, ჩვენ კიდევ კვლავ მის გარეთ ვართ. მაგრამ უამრავი საერთო გვაქვს: მე-18 საუკუნის ბოლოს, ორივე ქვეყნის ძალისმიერი ინტეგრირება მოხდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რასაც თან სდევდა რუსუფიკაციის პოლიტიკა და რამაც საბოლოოდ ჩვენი ეროვნული იდენტობის განმტკიცება და ენის დაცვა განაპირობა, აგრეთვე თავისუფლების მიმართ სიყვარული, რაზეც თქვენ ახლახანს ისაუბრეთ. ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა კვლავ 1918 წელს მოიპოვა. ორივე ქვეყანას პირველი დემოკრატიული და ძლიერი ევროპული კონსტიტუციები გააჩნდათ, რომლებიც 1920-1922 წლებში იქნა მიღებული. საქართველოსთვის ეს ნიშნავდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებას და უფლებას თავად ყოფილიყვნენ არჩეულნი. ამდენად, ჩვენ ქართულ პირველ ეროვნულ პარლამენტში 5 ქალი წარმომადგენელი გვყავდა, რასაც ბევრი ევროპული ქვეყანა ხანგრძლივი დროის მანძილზე ელოდა. ჩვენს პირველ კონსტიტუციაში უმცირესობათა უფლებების დაცვაც იყო უზრუნველყოფილი, 2 დღეში სწორედ ამ კონსტიტუციის დღე უნდა აღინიშნოს საქართველოში. აღვნიშნავთ პირველი, ძალიან დემოკრატიული კონსტიტუციის დღეს, რასაც კიდევ უფრო დემოკრატიული კონსტიტუციების მიღება მოჰყვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 28 წლის შემდეგ, ამ გზაზე სვლა კვლავ გრძელდება.

„ორივე ქვეყანამ ერთა ლიგას გაწევრიანების თაობაზე ერთდროულად მიმართა: 1922 წელს ლიეტუვა გაწევრიანდა, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ერთა ლიგის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მოახდინა – ის ხვედრი, რომელიც თქვენც გაიზიარეთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ – 1940 წელს. ასევე მსგავსია ჩვენი გზა თავისუფლებისკენ, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მიმდინარეობდა: რომელიც ენის, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვით დაიწყო და ეროვნული პროტესტის და მოძრაობის გამოხატვით გაგრძელდა – ბალტიის გზა, რასაც თქვენ აღნიშნავთ. ჩვენთან ეს 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, რომელიც სამწუხაროდ, სასტიკად იქნა რეპრესირებული. პროტესტის გამოხატვის ამ ფორმებმა ჩვენი ქვეყნები 1991 წელს თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობის მოპოვებასთან მიიყვანა. თუმცა, ჩვენი პარალელური გზა აქ არ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ 13 წელზე მცირე ვადაში შეძელით ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ამ გზას დაუყოვნებლივ დაადგა. ქვეყანამ ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 28 წლის შემდეგ, ამ გზაზე სვლა კვლავ გრძელდება.

ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს. უფრო მეტად ეს განპირობებულია იმ გარემოს გამო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და არა იმიტომ, რომ საქართველო ძალისმევას იშურებდა. ამის აღწერა ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ყველასთვის ცნობილია გარემო, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ კონფლიქტით დაიწყო, რაც 2008 წლის ომამდე გაგრძელდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს უკან ვართ, ჩვენ ვართ თავდაჯერებული, რომ თქვენი სვლებით განვაგრძობთ გზას და დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველო მისი ნაწილი გახდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

2019-08-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ

შემდეგი სტატია

თუ ხაზარაძე მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველოს მომავალს ივანიშვილის გარეშე ხედავს, თანამშრომლობა შესაძლებლად მიგვაჩნია

მსგავსი სტატიები

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადა

05 დეკ 2017
ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს და უნდა, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის აღსრულდეს

ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს და უნდა, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის აღსრულდეს

ირაკლი შალიკაშვილი 12 იან 2021
“საქართველოსა და სლოვენიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული”

“საქართველოსა და სლოვენიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული”

28 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge