NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბელარუსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა

ბელარუსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა

23 აგვ 2019 პოლიტიკა 462 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბელარუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების გზებზე. „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არ არსებობს პრობლემური საკითხები, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველ წელს იზრდება და არსებული დინამიკაც მიანიშნებს იმაზე, რომ მიმდინარე წელიც იქნება უაღრესად პოზიტიური სავაჭრო ურთიერთობებში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ბელარუსის მხრიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით განხილულ იქნა დამატებითი პირდაპირი ავიარეისების შესაძლებლობა.

„საქართველოში, რომელიც ისედაც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ბელორუსი საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა“, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დღეს დაიწყო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმყოფებიან.

კომენტარები

2019-08-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ხაზარაძე მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომ საქართველოს მომავალს ივანიშვილის გარეშე ხედავს, თანამშრომლობა შესაძლებლად მიგვაჩნია

შემდეგი სტატია

ადვოკატის განცხადებით, ლაურა ღაჭავა აპირებს ახლობლებს სთხოვოს, რომ ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფა მათი უძრავი ქონებით მოხდეს

მსგავსი სტატიები

“არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს პარლამენტში”

“არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს პარლამენტში”

ირაკლი შალიკაშვილი 20 ნოე 2020
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები – იუსტიციის საბჭოში გასაუბრება დაიწყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები – იუსტიციის საბჭოში გასაუბრება დაიწყო

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019
ხელისუფლებასთან აფილირებული ან დაკავშირებული რაიმე ჯგუფების მიერ მომზადებული განცხადება” – სალაძე ხალვაშის განცხადებას აფასებს

ხელისუფლებასთან აფილირებული ან დაკავშირებული რაიმე ჯგუფების მიერ მომზადებული განცხადება” – სალაძე ხალვაშის განცხადებას აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge