რუსთავი 2″ -ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რუსთავი 2″-ში შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად განხილვის რეჟიმი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელeეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. გუშინ “რუსთავი 2” “კურიერის” შემადგენლობის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. ეთერში “კურიერის” არც ერთი გამოშვება არ გასულა.
კომენტარები