NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პატრონი ყმას სჯის, ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება – ბერძენიშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე

პატრონი ყმას სჯის, ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება – ბერძენიშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე

19 აგვ 2019 პოლიტიკა 742 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტს რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი.

ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის შეფასებები ისედაც ცნობილია და ახალი განცხადებაც შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყოს.

„შემაშფოთა ინფორმაციამ, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს, თურმე მაინც ფიქრობს განცხადების გაკეთებას. იმიტომ, რომ არ გააკეთოს სჯობია, იმიტომ, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით ისეთები აქვს ნათქვამი, ეს ქვეყნისთვის სახიფათოა“ , – ამბობს ბერძენიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის გარდა დავით ბერძენიშვილის კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაიმსახურეს. ბერძენიშვილი მთავრობის მაღალჩინოსნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება შეცვალონ.

„რაც შეეხება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მათ ვერ გაიაზრეს ის, რომ რაც უფრო მაამებლური იქნებიან რუსეთის მიმართ, მით უფრო დიდი იქნება წნეხი რუსეთის მხრიდან. ყოველი მცდელობა, დაუმტკიცონ ვეზირობა, იქნება სუზერენისმხრიდან უფრო მკაცრად ნაპასუხები და დასჯილი, პატრონი ყმას სჯის, ეს ჯოჯოხეთი რა მდგომარეობაშიც ვართ, არ მორჩება, პირიქით, გაღრმავდება რუსეთთან მაამებლობით. ის მორჩება მხოლოდ  და მხოლოდ, საქართველოს მიზანმიმართული პოლიტიკით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნატო-ში და ნატო უნდა იყოს საქართველოში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს ისევ განახლდა. მოსახლეობა ადგილზე პრეზიდენტის და პრემიერის ჩასვლას ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს “კურიერმა” ჩაწერა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს. ზურაბიშვილი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენებზე ამბობს – “იმიტომ, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული”-ამბობს პრეზიდენტი.

კომენტარები

2019-08-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“რაც კვირიკაშვილი აღარ არის პრემიერი, ქვეყანაში გაჩნდა ავტორიტარიზმის ნიშნები” – გოგიჩაიშვილი გეგიძის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა – როგორც ხდება პოლიტიკაში, ამისთვის საჭიროა რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება

მსგავსი სტატიები

გიორგი ხარჩილავა: წალენჯიხა ავანგარდშიც იქნება არა მხოლოდ ადგილებზე თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმების, არამედ …

გიორგი ხარჩილავა: წალენჯიხა ავანგარდშიც იქნება არა მხოლოდ ადგილებზე თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმების, არამედ …

ნინო ჩხეიძე 31 ოქტ 2021
დავით ზალკალიანი სოხუმსა და ცხინვალს: ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება

დავით ზალკალიანი სოხუმსა და ცხინვალს: ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, სააკაშვილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, სააკაშვილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge