NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბიზნესმენისთვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს

ბიზნესმენისთვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს

19 აგვ 2019 პოლიტიკა 383 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენში თითქმის ცხოვრების წესად იქცა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთი ბიზნესის დასაცავად პოლიტიკაში მიდიან“, – ასე აფასებს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოჩენას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

როგორც ფილოსოფოსი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძე ინფორმირებულია იმ საინფორმაციო ომის შესახებ, რომელსაც მას წინ ელოდება.

„მესამე ძალისათვის სოციალური ბაზა დიდია. ძნელია თქმა, რა ბედი ეწევა ხაზარაძის წამოწყებას, შეძლებს კი უნაყოფო და უსაზრისო მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ბატალიებიდან საზოგადოების ყურადღება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეის პოზიტიურ სივრცეზე გადაიტანოს და ამით იქცეს მიზიდულობის ცენტრად? ცხადია, ამაზე პასუხი არა მაქვს. ერთი შემიძლია ვთქვა: დროც შესაბამისია და ადგილიც. “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირებიდან”გამოთავისუფლებულ მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს.

უარყოფითი ფაქტორებიდან მთავარი, ალბათ, ბანკებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. ხაზარაძის­ გამოჩენით „ოცნება“ კარგავს „ნაციონალ­ებისა” და „ოცნების” დაპირისპირების კომფორტულ რეჟიმს და „ოცნების” მთელი­ პროპაგანდისტული მანქანა ახლა მის წინააღმდეგ მიმართავს ძალებს. ალბათ­, არც „ნაციონალები” დააკლებენ. ეს უკვე დაიწყო კიდეც“,- განაცხადა ფირალიშვილმა.

„კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფოსი ამბობს, მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილის მსგავსად გაუჭირდება ბიზნესმენის ჩვევების დათმობა. თუმცა, იქვე დასძენს, რომ მისმა განცხადებამ სახელისუფლებო წრეები უკვე შეაშფოთა.

„გულახდილი ვიქნები და მისი მეორე განცხადება უადგილოდაც მომეჩვენა და შინაარსობრივად გაუმართავადაც. ღირსების აღდგენის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს მთელი სპექტრისგან. ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში ყველა “ღირსების აღმდგენ მევახშეზე” ლაპარაკობდა. მამუკა ხაზარაძეზე არსებობს კითხვები და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კიდევ ერთი რამ, რამაც მას ხელი შეიძლება შეუშალოს – ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევები. ბიზნესმენისათვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს. ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის რაციონალიზმი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პოლიტიკოსისთვის სწორედ რისკი შეიძლება აღმოჩნდეს ზედმიწევნით რაციონალური. ივანიშვილსაც გაუჭირდა ბიზნესმენის ჩვევების დათმობა და ამჯობინა სახელმწიფო ბიზნესკორპორაციის ანალოგიით ემართა. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია: ხაზარაძის განაცხადმა სახელისუფლებო წრეები შეაშფოთა და დარწმუნებული ვარ, ახლა მასთან შეთანხმების გზებს ეძებენ“,- აცხადებს ინტერვიუში ფირალიშვილი.

კომენტარები

2019-08-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ სწრაფად

შემდეგი სტატია

თვალყურს ვადევნებთ პრეზიდენტის არხეინ გულგრილობას, რომელიც პირდაპირი ლუსტრაციაა „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელია სოფო კილაძეზე – ან კეთილს ინებებს და დადებს ფაქტებს, რაზეც ლაპარაკობს ან საჯაროდ მოიხდის ბოდიშს, შემდეგ ნაბიჯებზე მერე ვილაპარაკოთ – ეს არის ჩემი ულტიმატუმი

ეკა ბესელია სოფო კილაძეზე – ან კეთილს ინებებს და დადებს ფაქტებს, რაზეც ლაპარაკობს ან საჯაროდ მოიხდის ბოდიშს, შემდეგ ნაბიჯებზე მერე ვილაპარაკოთ – ეს არის ჩემი ულტიმატუმი

ირაკლი შალიკაშვილი 04 თებ 2020
მამუკა ხაზარაძე დღეს “ლელოს” 12 პირველ ლიდერს წარადგენს

მამუკა ხაზარაძე დღეს “ლელოს” 12 პირველ ლიდერს წარადგენს

ირაკლი შალიკაშვილი 18 სექ 2019
გიორგი კვირიკაშვილმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და იოჰანეს ჰანმა სტენდზე გულები დახატეს

გიორგი კვირიკაშვილმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და იოჰანეს ჰანმა სტენდზე გულები დახატეს

26 მაი 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge