NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი – მოვითხოვთ, რუსეთმა საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი – მოვითხოვთ, რუსეთმა საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები

16 აგვ 2019 პოლიტიკა 743 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, – აღნიშნული განცხადება სოფელ გუგუტიანთკარში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პეტრო ბოგდანიმ გააკეთა.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის დაწყების მე-11 წლისთავი აღვნიშნეთ. ჩვენ ვდგავართ საოკუპაციო ხაზთან იმავე დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობდნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით. უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, ასევე სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება“, – განაცხადა პეტრო ბოგდანიმ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

კომენტარები

2019-08-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შეშფოთებული ვარ გუგუტიანკარში არსებული ვითარებით – იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას

შემდეგი სტატია

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარი ორად გაყვეს – უკანონო ბორდერიზაციიდან 10 დღის შემდეგ პრეზიდენტი ისევ დუმს

მსგავსი სტატიები

„მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს“

„მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს“

08 მაი 2018
რატომ არ (ვერ) დაესწრება წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას

რატომ არ (ვერ) დაესწრება წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას

ნინო ჩხეიძე 10 ნოე 2021
შეცდომები იყო, იდეალური და შეცდომების გარეშე მგონი, მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ იყო

შეცდომები იყო, იდეალური და შეცდომების გარეშე მგონი, მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ იყო

ირაკლი შალიკაშვილი 01 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge