NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა

16 აგვ 2019 პოლიტიკა 1131 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა, ამ პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობის წესი დასრულდეს, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეაფასა.

როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლემ ვერ შეძლო გაებედა და ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა.

„ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების საკითხს. ვფიქრობთ, გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში, სასამართლოში არის ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. გასაუბრების პროცესი ჯგუფური შეტევების ფონზე მიმდინარეობდა. ისინი ეცადნენ, რომ კონკურსის მეშვეობით შეექმნათ დემოკრატიული იმიჯი, მაგრამ გასაუბრების პროცესმა ცხადყო, რომ რეალურად, სისტემაში არის ანტიდემოკრატიული ტენდენციები და ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც არის კონკურსანტი, ვერ შეძლო და ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა და მას ჰქვია ჩინჩალაძე, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ლევან მურუსიძე. ეს არის ფასადური, ყალბი კონკურსი და მას საერთო არაფერი აქვს კონკურენციასთან. სია გაჯერებული იყო მოსამართლეებით, რომლებიც ვფიქრობ, მონაწილეობდნენ პროცესში იმიტომ, რომ შეექმნათ ერთგვარი ფონი. ამ პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა. სწორედ ამ ფასადურ კონკურსს უნდა დაერქვას სახელი და ეს არის სწორედ ავტორიტარული მმართველობა სასამართლო სისტემაში, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სისტემაში ავტორიტარული მმართველობის წესი დასრულდეს. ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 15 აგვისტოს დასრულდა. იუსტიციის საბჭო, სავარაუდოდ, თვის ბოლოს უყრის კენჭს კანდიდატთა 20-კაციან სიას, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები

2019-08-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა

შემდეგი სტატია

ჰააგის სასამართლოში ქართველი ჯარისკაცების გასამართლება და შიდა ქართლის ანექსია – სააკაშვილი “იმედზე” გასული ფილმის მიზნებზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს

ირაკლი შალიკაშვილი 22 თებ 2021
სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი შალიკაშვილი 25 ოქტ 2019
„ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

„ვარდების რევოლუციის“ მოედანს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

02 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge