იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო, 50-ე კანდიდატს გაესაუბრებიან. სკანდალური საქმის სკანდალური მოსამართლე გელა ჯეირანაშვილისაბჭოში ზუსტად ერთ საათში მივა. ის 2013 წელს ახალციხეში საქმიანობდა, როდესაც განიხილავდა პოლიციელების მიერ მოქალაქეების სკამით გაუპატიურების საქმეს. უმძიმესი ბრალდების მიუხედავად, მაშინ პროკურატურა აცხადებდა, რომ ჯეირანაშვილი კონსპირაციულად შეხვდა საქმის პროკურორს და პოლიციელებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ურჩევდა. საბოლოოდ ჯეირანაშვილმა პოლიციელები გაამართლა. მოხვდება თუ არა ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საბოლოო სიაში, ეს მალე გაირკვევა. მანამდე კი ჯეირანაშვილს სკანდალური საქმიანობის შესახებ შეკითხვებს იუსტიციის საბჭოში დაუსვამენ.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბოლო გასაუბრება იუსტიციის საბჭოში – დღეს საბჭოს წევრები უზენაესი მოსამართლეობის მსურველ 50-ე კანდიდატს მოუსმენენ
კომენტარები