NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი – იზორია “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს

სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი – იზორია “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს

14 აგვ 2019 პოლიტიკა 575 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ტვ იმედზე” გასულ ფილმთან მიმართებაში, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. ლევან იზორია აცხადებს, რომ ძალიან სუბიექტური შეფასებაა თითქოს ფილმი რუსული ნარატივის გაგრძელებაა.

ლევან იზორიამ დღეს გაიმეორა ის მთავარი გზავნილები, რომელზეც “ქართული ოცნების” წევრები მუდმივად საუბრობენ. მინისტრმა თქვა, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი არის წინა ხელისუფლება.

„ავტორების შეფასება, ფილმების შეფასება შეიძლება იყოს ინდივიდუალური. ვხედავ, რომ აქაც  ძალიან სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი. კერძოდ, იმის თქმა, რომ ეს იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და  ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა  რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით იყო შესაძლებელი, რაც არ მოხდა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

“ტელე იმედზე” გასულ ფილმზე მასალა “მედია ჩეკერმა” გამოაქვეყნა. უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებს – ასე აფასებს მედია ჩეკერი ფულმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.

„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს “მედია ჩეკერი.”

ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი ოკუპაციის აღიარებად და პუტინის პირდაპირი დაკვეთის შესრულებად შეაფასა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებმა ფილმის ავტორის ვინაობის დასახელება მოითხოვეს.

კომენტარები

2019-08-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველა, ვინც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში გაისვარა, ესე ცდილობენ ერთად დაჯგუფებას – უგულავა სირაძის დაწინაურებაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

კანი ჩვენი ორგანიზმის ეკრანია – უვნებელი ხალი შეიძლება მელანომა აღმოჩნდეს

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე

22 სექ 2017
ტრამპმა საყვარელი სპორტსმენი დაასახელა

ტრამპმა საყვარელი სპორტსმენი დაასახელა

30 სექ 2017
დარბევის ნებართვა იყო ივანიშვილის ხელდასმით, გახარია კი იყო უშუალო შემსრულებელი – ოპოზიციის შეფასებით შს მინისტრის გადადგომა ვითარებას განმუხტავს

დარბევის ნებართვა იყო ივანიშვილის ხელდასმით, გახარია კი იყო უშუალო შემსრულებელი – ოპოზიციის შეფასებით შს მინისტრის გადადგომა ვითარებას განმუხტავს

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge