NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე

როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე

14 აგვ 2019 პოლიტიკა 403 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ წუთებში იუსტიციის საბჭოს წევრები კიდევ ორ კანდიდატთან გასაუბრებას იწყებენ. ესენი არიან: თეა ძიმისტარაშვილი და ალექსანდრე წულაძე. 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭომ 20 უნდა შეარჩიოს და სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.

საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პროცესის მიმდინარეობას კვლავ მკაცრად აკრიტიკებენ. ჯანეზაშვილის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, კენჭისყრის პროცედურაა.

“ჩემთვის ამ დრომდე უცნობია როდის ჩატარდება კენჭისყრა, როგორც ჩანს კაბინეტებში აპირებენ ისევ რომ გადაწყვიტონ ეს საკითხი, თვითონ შეთანხმდნენ ერთმანეთთან როდის იქნება კენჭისყრა და წინა ღამეს გვითხრა,ნ როგორც ეს გააკეთეს დეკემბერში და არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი რაღაცეები. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ კენჭისყრაზე შეთანხმება მოხდეს აქ, გათვალსიწინებული იყოს ყველას პოზიცია და გავიგო ბოლოსდაბოლოსროდის იქნება კენჭისყრა,”-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი კენჭისყრასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს პასუხობს და აცხადებს, რომ შესაძლოა ის უახლოეს დღეებში, ან სექტემბერში, შვებულებების შემდეგ ჩატარდეს.

“სპეკულირებენ ამ თემით, როდესაც გასაუბრებას დავასრულებთ, ეს მოხდება ხვალ საღამოს რა თქმა უნდა მთელი შემადგენლობით ვიმსჯელებთ კეჭისყრის თარიღის განსაზღვრაზე,”-აცხადებს გვრიტიშვილი.

ანა დოლიძე კი ხაზს უსვამს გასაუბრებების დასასრულს გამოკვეთილ ტენდენციას და აშკარა ნეპოტიზმზე საუბრობს.

“პროცესმა თან გვიჩვენა რომ როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე. თითქმის ყველა კანდიდატი, რომელიც არის აქ მოსამართლე უკავშირდება თავისი გვარით, ნათესაობით, ამხანაგობით, კურსელობით სასამართლოს თანამშრომლებს, ეს ვითარება არის სავალალოდ ა ხელს უშლის ნორმალური, შრომისმოყვარე და კომპეტენტური კანდიდატების დაწინაურებას. ეს ბუდე ადრე თუ გვიან უნდა დაინგრეს,”-აცხადებს ანა დოლიძე.

კომენტარები

2019-08-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბაკურიანში ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს, რაც ნიშნავს მეტ ტურისტს და მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

შემდეგი სტატია

აგვისტოს ომის დამახინჯებული ფაქტები და სკანდალური ფილმი “ტვ იმედზე” – ოპოზიცია ავტორის დასახელებას ითხოვს

მსგავსი სტატიები

სააკაშვილი: დავიწყებ სიარულს, რომ შევკრიბოთ ახალი ხალხი, 300 სპარტანელივით, რომლებიც შეცვლიან ხელისუფლებას

სააკაშვილი: დავიწყებ სიარულს, რომ შევკრიბოთ ახალი ხალხი, 300 სპარტანელივით, რომლებიც შეცვლიან ხელისუფლებას

10 იან 2018

„საინვესტიციო პროექტების მართვის ციკლი რეფორმის უმთვრესი მახასიათებელია“

20 დეკ 2017

„გამორიცხულია კვირიკაშვილის გადადგომა“

18 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge