NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნინო ბურჯანაძე დევნილებს – ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას, ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება!

ნინო ბურჯანაძე დევნილებს – ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას, ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება!

14 აგვ 2019 პოლიტიკა 867 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად, ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს აფხაზეთში, თქვენს მიწაზე თქვენს დაბრუნებას. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ თქვენს სახლში დაბრუნდეთ, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის ომის 27 წლისთავის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 27 წლის შემდეგაც კონფლიქტის ჩახშობის კუთხით არ გვაქვს არანაირი წინსვლა და ფაქტია, რომ არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი მოწინააღმდეგესთან საერთო ენის მოსაძებნად.

„14 აგვისტო მძიმეა თითოეული ქართველისათვის, მძიმეა იმ დღის გახსენება, როდესაც 27 წლის წინ ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვია გავარდა. განსაკუთრებით მძიმეა, იმის აღიარება, რომ 27 წლის თავზეც არ გვაქვს არანაირი წინსვლა, რათა ჩავახშოთ კომფლიქტი. მტკივნეულია და სამარცხვინო, მაგრამ ფაქტია – არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი, რომ საერთო დიალოგის ენა მოგვეძებნა მოწინააღმდეგესთან და ენგური გაგვეთავისუფლებინა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთიდან დევნილებს მიმართა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება. ამიტომ, მათ იმედი არ უნდა დაკარგონ და ნიჰილისტურად არ უნდა იყვნენ განწყობილნი.

„დღეს განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან დევნილებს, ადამიანებს, რომელთათვის ყველაზე რთული და ძნელია იმასთან შეგუება, რომ 27 წელი საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე დევნილი ჰქვია. თქვენთვის ძალიან მტკივნეულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ ვერ მიდიხართ საკუთარ ქალაქში, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ. თქვენი წყენაც ბუნებრივია, თქვენი გაღიზიანებაც პოლიტიკოსების მიმართ სამართლიანია. მაგრამ ნუ იქნებით ნიჰილისტურად განწყობილი, ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას. ჯერ კიდევ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება. თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს აფხაზეთში, თქვენს მიწაზე თქვენს დაბრუნებას. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ დაბრუნდეთ თქვენს სახლში,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

2019-08-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აგვისტოს ომის დამახინჯებული ფაქტები და სკანდალური ფილმი “ტვ იმედზე” – ოპოზიცია ავტორის დასახელებას ითხოვს

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ომზე – ეს ძმათა მკვლელი ომი იყო – ეს არის საერთო ტკივილი და გამოწვევები ერთობლივად უნდა დავძლიოთ

მსგავსი სტატიები

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“

29 დეკ 2017
სააკაშვილი: უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით, მშვიდობიანად, შემტევად, ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და რეალობის ცვლილებას

სააკაშვილი: უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით, მშვიდობიანად, შემტევად, ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და რეალობის ცვლილებას

ნინო ჩხეიძე 11 იან 2022
„სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა“

„სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა“

12 თებ 2018

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge