NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს – ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებს ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს

ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს – ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებს ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს

14 აგვ 2019 პოლიტიკა 764 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფინანსთა მინისტრი იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, მოუწოდებს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყონ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა. მინისტრის თქმით, ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ივანე მაჭავარიანი მოუწოდებს ტელევიზიებს მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში მიაწოდონ მათი შეთავაზებები. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ტელევიზიებმა არ უნდა დააგროვონ ახალი ვალები. ის მოუწოდებს ტელევიზიებს, რომ მიმდინარე გადასახადები გადაიხადონ.

„მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები გაცილებით პატარა და ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან და მე მგონი არ არის სამართლიანი. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან ამ გადასახადებს. ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა. როგორ ვხედავათ ამის მოგვარებას. ეს დავალიანებები არის დიდი და ამის ერთბაშად დაფარვა გაუჭირდება ტელევიზიებს და შეიძლება მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს. მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში ველოდებით, რომ მოვიდნენ თავიანთი შეთავაზებით როგორ ხედავენ თავიანთი ვალების რესტრუქტურიზაციას. პირველ რიგში რაც არის მთავარი ის არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ და აღარ მოხდეს ვალის დაგროვება,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ მსხვილი დავალიანებები აქვს “რუსთავი 2-ს,” “ტელე იმედს” და “მაესტროს.”

მინისტრი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ტელევიზიების ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ყველა მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ მანკიერი პრაქტიკა დავალიანებების დაგროვების, არის გასასწორებელი.

“ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა ამ ტეოლევიზიას არ გადახდილი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება,”-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიების დავალიანებების რაღაც ნაწილი ჩამოწეროს, ნაწილი კი გადანაწილდეს. მისი თქმით, ეს მოლაპარაკებების ნაწილია. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პრინციპული მიდგომა იქნება იმაზე, რომ ტელევიზიებმა  მიმდინარე გადასახადები გადაიხადონ.

მინისტრის თქმით, ტელეკომპანიებს ფინანსური დავალიანებები, 2016 წლიდან დაუგროვდათ.

კომენტარები

2019-08-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ომზე – ეს ძმათა მკვლელი ომი იყო – ეს არის საერთო ტკივილი და გამოწვევები ერთობლივად უნდა დავძლიოთ

შემდეგი სტატია

ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები – პაატა სალია ვალის რესტრუქტურიზაციაზე ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას იღებს

მსგავსი სტატიები

დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს აბაშაში შეხვდა

სოსო ელისაშვილი 20 ოქტ 2018
„გედი არის ცილისმწამებელი კაცი“

„გედი არის ცილისმწამებელი კაცი“

16 აპრ 2018
თუ ივანიშვილმა გადააგდო საზოგადოებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც ეს ცუდად დამთავრდება მისთვის

თუ ივანიშვილმა გადააგდო საზოგადოებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც ეს ცუდად დამთავრდება მისთვის

ირაკლი შალიკაშვილი 13 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge