NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აგვისტოს ომის დამახინჯებული ფაქტები და სკანდალური ფილმი “ტვ იმედზე” – ოპოზიცია ავტორის დასახელებას ითხოვს

აგვისტოს ომის დამახინჯებული ფაქტები და სკანდალური ფილმი “ტვ იმედზე” – ოპოზიცია ავტორის დასახელებას ითხოვს

14 აგვ 2019 პოლიტიკა 752 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიცია აგვისტოს იმის თემაზე ტელეკომპანია “იმედზე” გასულ ფილმს ეხმაურება. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ფილმით ავტორებმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, რუსული დაკვეთა შეასრულეს. ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” ფილმი მოამზადა საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით.

„ეს არის საქართველოში მომზადებული, ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა. ფილმი ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში. ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი გავიდა ქართულ ტელეარხზე და არა ORT თუ “Russia today” ან რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე. ჩვენ მივმართავთ ტელეკომპანია “იმედს.” სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი, მოგიწოდებთ რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ტელეკომპანია “იმედს” და საქართველოს ხელისუფლებას, გასაგებია ყველასთვის რომ ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა ეს სამარცხვინო ფილმი. მათ გვინდა შევახსენოთ 2008 წელს მომხდარ ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველო არის მსხვერპლი,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისვე თქმით, 2008 წელს რუსეთის მიზანი იყო ჩამოეშალა დემოკრატიული ხელისუფლება საქართველოში, ასევე შეეცვალა საქართველოს პროდასავლური კურსი, სალომე სამადაშვილის განცხადებით ყველა ეს ამოცანა რუსეთმა შეასრულა 2012 წელს, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი.

“ტელე იმედზე” გასულ ფილმზე მასალა “მედია ჩეკერმა” გამოაქვეყნა. უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებს – ასე აფასებს “მედია ჩეკერი” ფილმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.

„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას,”-წერს “მედია ჩეკერი.”

კომენტარები

2019-08-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე

შემდეგი სტატია

ნინო ბურჯანაძე დევნილებს – ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას, ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება!

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელიას კანონპროექტზე ხელმომწერი კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

ეკა ბესელიას კანონპროექტზე ხელმომწერი კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

22 თებ 2019
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა

03 სექ 2018
„ნოემბრის თვიდან საგრძნობლად მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ და ორგანიზებულ კრიმინალთა რიცხვმა“

„ნოემბრის თვიდან საგრძნობლად მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ და ორგანიზებულ კრიმინალთა რიცხვმა“

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge