NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხაზარაძე იქნება ანგარიშგასაწევი ძალა – ოპოზიცია პოლიტიკური მოძრაობის შექმნის დაანონსებას ეხმაურება

ხაზარაძე იქნება ანგარიშგასაწევი ძალა – ოპოზიცია პოლიტიკური მოძრაობის შექმნის დაანონსებას ეხმაურება

13 აგვ 2019 პოლიტიკა 903 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალი პოლიტიკური მოძრაობა ქართულ პოლიტიკურ ველს სექტემბრიდან შეურთდება – ამის შესახებ ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ბანკირმა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სპექტრში გაერთიანებით ოპოზიცია კმაყოფილია. მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისგან რეპრესირებული ხაზარაძე, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ თუ ხაზარაძის მიერ შექმნილი მოძრაობა ფართო საზოგადოებრივ ფენას მოიცავს, მაშინ ის პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

„თუ ეს იქნება ფულიანების პარტია, თუ ეს იქნება ბიზნესმენების პარტია, თუ ეს იქნება ისეთი პარტია, რომელიც მხოლოდ ბიზნესის ლობირებისთვის მოდიან, მაშინ ბუნებრივია, რომ მას ექნება ძალიან დაბალი პერსპექტივა. თუ ის ფართო საზოგადოებრივ ფენას მოიცავს, მას ექნება შანსი, რომ დაიკავოს ერთ-ერთი საკმაოდ  კარგი ადგილი აი, ამ პოლიტიკურ სივრცეში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობის შექმნით კმაყოფილია „ევროპული საქართველოც“. პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძის გუნდი ოლიგარქის ჩამოშორებასა და ქვეყნის პროდასავლურ კურსზე ორიენტირებული ძალა იქნება.

„ევროპული საქართველო“ მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც ორ პირობას აკმაყოფილებს, ეს არის, მხარს უჭერს საქართველოს პროდასავლურ კურსს და მეორე, მისი მთავარი მიზანია, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მე იმედი მაქვს, რომ მამუკა ხაზარაძის გუნდი სწორედ ამ ორი მიზნის მატარებელი იქნება,“- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა აღმოჩნდება.

„ხაზარაძე რასაკვირველია, იქნება ანგარიშგასაწევი ძალა და კარგია, რომ მამუკა ხაზარაძე არ შეეპუა ხელისუფლების მხრიდან შანტაჟს და პოლიტიკურ დევნას და უარი არ თქვა იმ გეგმაზე, რომ შემოსულიყო პოლიტიკაში, რაც მეტი ახალი პროდასავლური ძალა შემოვა პოლიტიკაში მით უკეთესი,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში  ნებისმიერი პროგრესული ძალა, რომელიც ოლიგარქს ებრძვის, მისაღებია. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა ძლიერი მოთამაშის დისკრედიტაციაზეაორიენტირებული.

„ანაკლიას ართმევენ, თიბისი წაართვეს, დაჭერას უპირებენ, გასაგებია, რომ შეავიწროვეს ადამიანი და მანაც მიხვდა, კარგი იქნებოდა, რომ უფრო ადრე მიმხვდარიყო… ჯერ ამ ეტაპზე სამოქალაქო მოძრაობაზეა საუბარი, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიის შირმა იქნება, ამ სამოქალაქო მოძრაობას ფორმატი არ აქვს დღეს. ქართულ საზოგადოებაში ნებისმიერი პროგრესული ძალა, ვინც ებრძვის ოლიგარქს არის მისაღები. ბიძინა ივანიშვილის მიზანი ყოველთვის ის არის, რომ დამოუკიდებელი   ძლიერი მოთამაშეები არ არსებობდნენ. ყველაფერს იხმარს ბიძინა ივანიშვილის, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს და დაშალოს ეს ყველაფერი,“- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

კომენტარები

2019-08-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალია გვარამიას წინააღმდეგ – “რუსთავი2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

შემდეგი სტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – საბჭოს წევრები დღეს მადი ჩანტლაძეს და ქეთევან ცინცაძეს მოუსმენენ

მსგავსი სტატიები

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი: გაუგებარია, მოულოდნელი იყო პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი: გაუგებარია, მოულოდნელი იყო პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება

ნინო ჩხეიძე 06 აგვ 2022
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს:  ეს გინდათ უკრაინის ელჩს აჩვენოთ, რაც ახლა აქ ხდება?!

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს: ეს გინდათ უკრაინის ელჩს აჩვენოთ, რაც ახლა აქ ხდება?!

ნინო ჩხეიძე 28 თებ 2022
რომან კაკულია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა

რომან კაკულია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა

31 მაი 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge