NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, საინტერესო პარტნიორი ან კონკურენტი იქნება – უნდა შევწყვიტოთ ვარსკვლავბიჭუნას ძებნა

თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, საინტერესო პარტნიორი ან კონკურენტი იქნება – უნდა შევწყვიტოთ ვარსკვლავბიჭუნას ძებნა

13 აგვ 2019 პოლიტიკა 881 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, იგი „შენების მოძრაობისთვის“ და პირადად ჩემთვის საინტერესო პარტნიორი ან საინტერესო კონკურენტი იქნება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე განმატებით, ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკური ძალები.

„მე მივესალმები ახლებურად აწყობილ და მოწყობილ პოლიტიკურ ძალებს. იქნებიან ისინი პარტნიორები თუ კონკურენტები, ეს ყველა ვარიანტში წაადგება ქვეყანას და მისი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესებში კარგად ჩაერთვება, იგი „შენების მოძრაობისთვის“ და პირადად ჩემთვის საინტერესო კონკურენტი ან საინტერესო პარტნიორი იქნება. მე ამ ტერმინს ბევრი პოლიტიკური ძალის მიმართ არ ვიყენებ, თუმცა მამუკა ხაზარაძეს და მის მეგობრებს ჯერ იდეა შინაარსით აქვთ შესავსები, ყველა დანარჩენი საკითხი კი ამის შემდგომი პერიოდისთვისაა. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ერთი ვარსკვლავბიჭუნას ან ერთი გადამრჩენელი პოლიტიკური ძალის ძებნა. ასე ვერასდროს ვერ გადავრჩებით. საქართველოს სჭირდება რამდენიმე სერიოზული პოლიტიკური ძალა და ესაა მრავალპარტიულობა. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, „შენების მოძრაობას“ გაკეთებული აქვს ძალიან მკაფიო განაცხადები. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და სწორედ იმიტომ არ ვართ, რომ გვინდა თანამონაწილე ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური ძალის და არა რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად მებრძოლი ძალის. ჩვენ ძალიან ბევრი ინდივიდი შემოგვიერთდა და გვიერთდება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკური ძალები. ამ პოლიტიკური ძალების მშენებლობაში კონსულტაციებისთვის ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვიქნებით. დანარჩენს უკვე პოლიტიკურ პროცესებში ყველა თავად გადაწყვეტს“, – განაცახადა დავით უსუფაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აანონსებს, რომ სექტემბერში სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსების დაცვა და ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა იქნება.

კომენტარები

2019-08-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული – პრემიერი “რუსთავი2”-თან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

შემდეგი სტატია

შემოდგომაზე გახდება ცნობილი, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი ITB Berlin-ის შესახებ: ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალი

ირაკლი ღარიბაშვილი ITB Berlin-ის შესახებ: ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალი

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2023

ენმ-მ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

14 დეკ 2017
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2019

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge