NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელსაც, სავარაუდოდ დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას ოქტომბერში დაიწყებს

ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელსაც, სავარაუდოდ დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას ოქტომბერში დაიწყებს

13 აგვ 2019 პოლიტიკა 1545 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალი ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ხსნის, მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს.

გუმბარიძის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. ამასთან, მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინვესტორებთან ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

“ახლა გავდივართ ინვესტორებთან საბოლოო დეტალებს და ცოტა ხანში უფრო ღიად ვიტყვით, ვინ იქნება. მათ შორის, ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე დავით კეზერაშვილთანაც გვაქვს მოლაპარაკებები“, – აღნიშნა მან.

ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ „ფორმულას“ კლასიკური საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროგრამას მოიცავს.

“ეს იქნება კლასიკური საერთო მაუწყებელი, სადაც იქნება ნიუსის სეგმენტი, თოქ-შოუები, გასართობი სეგმენტი. იქნება ჩვენივე, „ფორმულა კრეატივის” წარმოების სერიალი – „ჩემი ცოლის დაქალები“ და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ეთერში დაემატება ამ წლის ბოლოდან. ეს არის ახალი სერიალი, რომლის რეპროდუქციის პროცესიც დაწყებული გვაქვს და ცოტა ხანში გადაღებასაც დავიწყებთ”, – განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში “ფორმულას” მომავალმა დირექტორმა.

კომენტარები

2019-08-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლსკის პრუტუნი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა კეზერაშვილის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა

შემდეგი სტატია

ჩვენ უნდა ვაჭამოთ, ვასვათ, ფულიც ვავაკეთებინოთ და ტენდერის გამოცხადებაც არ უნდათ – ხაბეიშვილი თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს

მსგავსი სტატიები

კვირიკაშვილი: ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები  მქონდა

კვირიკაშვილი: ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა

14 ივნ 2018
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერის მრჩევლებად დაინიშნენ

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერის მრჩევლებად დაინიშნენ

16 ივლ 2018
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მართალია სახეცვლილი ფორმით, თუმცა მაინც აღდგება „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ცენტრი“ – ეს დიდი მიღწევაა

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მართალია სახეცვლილი ფორმით, თუმცა მაინც აღდგება „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ცენტრი“ – ეს დიდი მიღწევაა

ირაკლი შალიკაშვილი 06 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge